„ეთერ გუგუშვილი – ერთი საუკუნე“
17 მარტს, 19:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, გაიმართება ღონისძიება - „ეთერ გუგუშვილი - ერთი საუკუნე“. საღამოს გაუძღვება მსახიობი, რუსუდან ბოლქვაძე. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ეთერ გუგუშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი, 1973-2005 წლებში ინსტიტუტის რექტორი. მან, 1970-იანი წლების დასაწყისში ინსტიტუტის სასცენო მოძრაობის კათედრის ხელმძღვანელად, ვახტანგ ჭაბუკიანი მიიწვია. მისი ავტორობით გამოიცა წიგნები და ბროშურები, მათ შორის...
სრულად„აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული“
იცით, როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში? საგანმანათლებლო პროგრამა „აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული“ მოგიყვებათ „ჭონას“ ტრადიციაზე; სვანების „უფლიშის“ და რაჭველების„გიორგონთობის“ დღესასწაულებზე; გურულების „ლელოსა“ და „აგუნას“ ტრადიციაზე; ქართლელების „ჭიაკოკონობასა“ და თბილისურ „ბერიკაობა-ყეენობაზე“. მთელ საქართველოში გამოგზაურებთ და აღდგომის აღნიშვნის ბევრ უცნობ ტრადიციას გაგაცნობთ. 15 მარტიდან თბილისის მუზეუმების გაერთიანება- ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იწყებს შემეცნებით - საგანმანათლებლო პროგრამების ციკლს „აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული“. პროგრამის ფარგლებში, მრავალფეროვანი აუდიო...
სრულად„ხილული და უხილავი“ – რელიგიური თემატიკა სოსო წერეთლის შემოქმედებაში
1 მარტს, სოსო წერეთელის დაბადების დღეს, 13:00 და 16:00 საათზე, ჩატარდება ღონისძიება - „ხილული და უხილავი“ -რელიგიური თემატიკა სოსო წერეთლის შემოქმედებაში. პროგრამა მოიცავს: • მუზეუმის ექსკურსიას, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სოსო წერეთლის ცხოვრება და შემოქმედებითი სივრცე;• მხატვრის ნამუშევრებში ქრისტიანული იკონოგრაფიული მოტივების განხილვას. დასწრება თავისუფალია! მისამართი: კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი / დ. უზნაძის ქუჩა №2
სრულად„ქართული ბალეტის გზა: ჭაბუკიანიდან ანანიაშვილამდე“
27 თებერვალს, 13:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეს, გაიმართება ღონისძიება - „ქართული ბალეტის გზა: ჭაბუკიანიდან ანანიაშვილამდე“. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმარი - ნინო ანანიაშვილი - ისაუბრებს როგორც ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებაზე, ასევე საკუთარ შემოქმედებით გზაზე, ქართული ბალეტის განვითარებასა და საერთაშორისო წარმატებაზე. მომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მის მიერ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით აღდგენილ საბალეტო სპექტაკლებს -„გორდა“, „ლაურენსია“ და „ოტელო“. დასწრება თავისუფალია! მისამართი: ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური...
სრულად„ძველი აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“
27თებერვალს, კოტე წერეთლის გარდაცვალების დღეს, ღია კარის დღის ფარგლებში, ორ სესიად - 13:00 და 16:00 საათებზე - ჩატარდება ღონისძიება სახელწოდებით „ძველი აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“. ღონისძიება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: •მუზეუმში გამართულ ექსკურსიას, სადაც წარმოდგენილია კოტე წერეთლის ცხოვრება და სამეცნიერო მემკვიდრეობა; •საგანმანათლებლო პროგრამის „აღმოსავლური ცივილიზაციების კვალდაკვალ“ ადაპტირებულ ვერსიას, რომელიც მონაწილეებს აცნობს ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციებსა და დამწერლობის წარმოშობას; •დასკვნით პრაქტიკულ აქტივობას, რომლის ფარგლებში მონაწილეები ლურსმული დამწერლობის სტილიზებული ნიშნებით წერენ საკუთარ სახელს, გვარს ან მოკლე ტექსტს. დასწრება თავისუფალია! მისამართი: კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი/ დ.უზნაძის ქუჩა...
სრულად„ქართული წიგნის ხელოვნება“
19 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიასეული „ხუთშაბათობის“ ფარგლებში, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, მარიამ გაჩეჩილაძის, საჯარო ლექცია - „ქართული წიგნის ხელოვნება“. ლექციაზე განხილული იქნება წიგნის როლი კაცობრიობის, და განსაკუთრებით საქართველოს, კულტურულ ისტორიაში. წარმოჩინდება წიგნი, როგორც მხატვრული ორგანიზმი – მისი სტრუქტურა, ფორმირება და ვიზუალური სახის ჩამოყალიბების პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ილუსტრაციის როლს ნაწარმოების აღქმასა და სიღრმისეულ გააზრებაში. მიმოხილული იქნება...
სრულად„ძველი აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“
4 თებერვალს, კოტე წერეთლის დაბადების დღეს, ღია კარის დღის ფარგლებში, ორ სესიად - 13:00 და 16:00 საათებზე - ჩატარდება ღონისძიება სახელწოდებით „ძველი აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“. საგანმანათლებლო ტური ეფუძნება კოტე წერეთლის სამეცნიერო საქმიანობას-აღმოსავლეთმცოდნეობის, ებრაისტიკა-არამეისტიკისა და უძველესი წარწერების კვლევის მიმართულებებს. ღონისძიება მოიცავს შემდე კომპონენტებს: ·მუზეუმში გამართულ ექსკურსიას, სადაც წარმოდგენილია კოტე წერეთლის ცხოვრება და სამეცნიერო მემკვიდრეობა; ·საგანმანათლებლო პროგრამის „აღმოსავლური ცივილიზაციების კვალდაკვალ“ ადაპტირებულ...
სრულად„ნანნი იესოს“ – ქართული კათოლიკური საშობაო საგალობელი
25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ მუზეუმში გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით - „ნანნი იესოს“ - ქართული კათოლიკური საშობაო საგალობელი. სტამბოლის ქართული კათოლიკური ფონდის ბიბლიოთეკაში დაცულ სანოტო ნიმუშებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგალობელს „ნანნი იესოს“, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ სამგალობლო პრაქტიკას ასახავს. სიტყვიერი ტექსტის მიხედვით, საგალობელი ყრმა იესოსადმი მიძღვნილი იავნანაა. მსგავსი დასახელების ნაწარმოები - „იესოს ნანი“ - გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის...
სრულად„ევროპული მუსიკა ქართულად“
21 დეკემბერს, 15:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ მუზეუმში გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით - „ევროპული მუსიკა ქართულად“. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოება გაეცნობა: ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, მენდელსონის, შუმანის, შოპენის, ჰენდელისა და შუბერტის ქართულად ნათარგმნ ნაწარმოებებს. ევროპული მუსიკის პარალელურად, კონცერტზე შესრულდება რევაზ გაბიჩვაძისა და ზაქარია ფალიაშვილის კომპოზიციები. ღონისძიების ხელმძღვანელია კომპოზიტორი, საავტორო სტუდიის დირექტორი - ნინო ჯანჯღავა. შემსრულებლები: „თბილისის სიმღერის მოყვარულთა გუნდი“. დასწრება თავისუფალია. ზაქარია...
სრულად„ჯადოსნური ახალი წელი“
ახალი წელი და შობა ბავშვებისთვის განსაკუთრებული სიხარულის მომტანია. ისინი განსაკუთრებული ენთუზიაზმით ელოდებიან თოვლის ბაბუასა თუ სანტა კლაუსისგან ბუხართან დაწყობილ საჩუქრებს, მფრინავ ირმებზე, ელფებსა და გნომებზე მოთხრობილ საინტერესო ისტორიებს. ახალ წელთან დაკავშირებულ ტრადიციებს, მის მნიშვნელობასა და აღნიშვნის თავისებურებებს წარმოგიდგენთ საახალწლო-საგანმანათლებლო პროგრამაში — „ჯადოსნური ახალი წელი“. პროგრამა ჩატარდება 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის იანვრის ჩათვლით, ყოველდღე, სამშაბათის გარდა, 12:00 საათზე - ილია...
სრულადსაგანმანათლებლო პროგრამა – „ქალები წარსულიდან“
26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე (სამშაბათის გარდა), 15:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმში, ჩატარდება საგანმანათლებლო - შემეცნებითი პროგრამა - „ქალები წარსულიდან“. პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილ მრავალფეროვან მასალას და მოისმენენ: ◈ ქართველ ქალთა განათლებისა და საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობის ისტორიას; ◈ ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის შეხედულებებს ქალთა უფლებებისა და თანამედროვე ქალის როლის შესახებ; ◈ ინფორმაციას XIX საუკუნის კულტურულ...
სრულადგამოფენა – ,,დაბადებიდან – გარდაცვალებამდე… დიახ, სახელი უკვდავების დამერქმეოდა“
17 ნოემბერს, გალაკტიონ ტაბიძის 134-ე დაბადების დღეს, სახლში, სადაც პოეტმა სიცოცხლის ბოლო 24 წელი გაატარა, წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით - ,,დაბადებიდან - გარდაცვალებამდე... დიახ, სახელი უკვდავების დამერქმეოდა“. გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა სხვადასხვა შინაარსისა და ფორმის, პოეტის აქამდე უცნობ პიესებს, ნოველებს, ჩანაწერებს, ჩანახატებსა და პირად მიმოწერას. გახსნა: 17 ნოემბერი, 15:00 საათი მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი, კოტე მარჯანიშვილის №4 დასწრება თავისუფალია!
სრულადგამოფენა – „ილიას სიტყვის სახე“
8 ნოემბერს,19:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის (1837-1907) დაბადების დღეს, „თბილისის მუზეუმების გაერთიანება“, გეპატიჟებათ მწერლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების გამოფენაზე - „ილიას სიტყვის სახე“. ილია ჭავჭავაძე (1837-1907) მრავალმხრივი საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად, მუდმივად ახერხებდა თავისი ლიტერატურული და შემოქმედებითი გზის განვითარებას. მისი ნაწარმოებების ილუსტრირება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, 1914 წელს მოხერხდა, როცა ექიმმა მიხეილ გედევანიშვილმა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი გამოსცა. წიგნი ერთიან მხატვრულ ელემენტად...
სრულადსპექტაკლი “ტყის კომედია”
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქ.თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმში, 14:00 საათზე გაიმართა სპექტაკლი - „ტყის კომედია", რომელიც ვაჟა ფშაველას მოტივების მიხედვით შეიქმნა. ქ. საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა თოჯინების თეატრის ისტორია 1956 წლიდან იწყება, იგი სახალხო თეატრის მსახიობმა და პედაგოგმა ილია ბუზიაშვილმა დააფუძნა. უკვე რამდენიმე წელია მის ბაზაზე - ,,ხუთკუნჭულა" - საგარეჯოს ბავშვთა ექსპერიმენტალური თოჯინების თეატრი არსებობს და...
სრულად













