თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემომწირველი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი თუ  კერძო სექტორი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შემოწირულობა არ ახდენს გავლენას ორგანიზაციის საქმიანობის დამოუკიდებლობაზე, არ ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს და არ უქმნის საფრთხეს ორგანიზაციის რეპუტაციას.

მუზეუმების გაერთიანების მიზანია ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. თანამედროვე მუზეუმებმა უნდა გააფართოოს თავისი თვალსაწიერი და პრიორიტეტად კოლექციასთან ერთად დამთვალიერებელი აქციოს, რაც თითოეული ადამიანის ჩართულობითა და მონაწილოებითაა შესაძლებელი.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობა, გარდა სახლ – მუზუმების საფონდო რესურსების მოვლა შენახვისა და მემორირებული პირების პოპულარიზაციისკენ, ასევე გამოირჩევა სამუზეუმო კოლექციების გაფართოებისა და ისტორიული კონტექსტის საგანმანათლებლო რესურსებად გარდაქმნის მიმართულებითაც.

საქართველოს ისტორია, განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის საზოგადო მოღვაწეები გამორჩეული საქველმოქმედო და ფინატროპული საქმიანობით ხასიათდებიან. ასეთი საქმიანობით გამოირჩევიან ილია ჭავჭავაძე, მიხეილ გედევანიშვილი, დავით სარაჯიშვილი და ეკატერინე ფორაქიშვილები, მაქსიმე შარაძე და ამხანაგობა, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი, ეკატერინე (კეკე) მელიქიშვილი, ელენე ყიფიანი, ეკატერინე გაბაშვილი, მარიამ (მაშო) ჯამბაკურ-ორბელიანი, ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი), გიორგი ქართველიშვილი, ნიკოლოზ (ნიკო) ალექსის ძე ხუდადოვი, ძმები ზუბალაშვილები, ეკატერინე მელიქიშვილი, გიორგი ქართველიშვილი, აკაკი ხოშტარია, პოლიექტოს კარბელაშვილი და სხვა მნიშვნელოვანი მოღვაწეები.

მეცხრამეტე საუკუნის 70-80-იანი წლებიდან საქართველოში ჩამოყალიბებას იწყებს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საზოგადოება, რომლებიც დიდ დახმარებას უწევდნენ საზოგადოების სხვადასხვა წევრებს გარდა ადამიანთა ფიზიკური გადარჩენის საკითხებში ასევე მათი საქმიანობა მიზნად ისახავდა საქართველოში სწავლა-განათლების გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის პროცესებს.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობისთვის კერძო შემოწირულობა მიმართულია სამუზეუმო ფონდების,  გაფანტული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების  შეგროვებისა და სამუზეუმო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის.

შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჩვენ ვებგვერდზე და დეტალურად გაიწერება ორგანიზაციის წლიურ ანგარიშებში. შემომწირველთა სურვილის შემთხვევაში მათი ვინაობა დაცული იქნება საჯაროობისგან.

შემოწირულობის თითოეული თეთრის ხარჯვის მიზნობრიობა, ასევე გაიწერება ორგანიზაციის წლიურ ანგარიშებში და შეძენილი ნივთებისა და საფონდო ნიმუშების დოკუმენტაციაში.

შემოწირულობის მიღება შესაძლებელია საფონდო ერთეულების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებისა და სხვადასხვა საკოლექციო მასალების გადმოცემის გზითაც.

შემოწირულობასთან ან ნებისმიერი სხვა ფორმით თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: projectsmuseumsunion@gmail.com ან გამოიყენოთ მითითებული რეკვიზიტები.

საბანკო გადარიცხვის რეკვიზიტები:

✥ ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანება

✥ საიდენტიფიკაციო კოდი: 402036998

✥ სახაზინო კოდი: 750027499

✥ გთხოვთ, თანხის გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითოთ: შემოწირულობა

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.