მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

პროექტი დაფინანსებულია bp-ის მიერ სოციალური ინვესტიციების პროგრამის ფარგლებში. იგი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით. პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში, რაც საშუალებას მისცემს მას გააფართოვოს აუდიოტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა. პროექტი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: 1. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ბაზაზე არსებული რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის აღჭურვა თანამედროვე,...

სრულად

ქალები XIX საუკუნის საქართველოდან

საქართველოს რადიოს (Fm 102.3) დილის გადაცემის „პიკის საათი“ და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთობლივი შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრათა ციკლი მე-19 საუკუნეში დაწყებულ ქალთა მოძრაობის ისტორიის ქართულ მაგალითებს ეხება. XIX საუკუნეში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბრძოლამ მთელი მსოფლიო მოიცვა, მათ შორის საქართველოც. ამ მოვლენების შესახებ ხშირად წერდნენ ქართული ჟურნალ-გაზეთები, რაც მნიშვნელოვანი საქმე იყო ინფორმაციის მიღებისა და ქართველ ქალთა შორის ახალი ინიციატივების გასაჩენად. საქართველოშიც, ღირსეულად...

სრულად

2022 წელს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები და სარესტავრაციო პროცესი დაიწყება

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში (გ. ჩუბინაშვილის ქ. N22) 2021 წლიდან მიმდინარეობს სახლ-მუზეუმის კვლევითი, გეოლოგიური და სარესტავრაციო პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. 2022 წლის გაზაფხულიდან კი, დაიწყება სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები და სარესტავრაციო პროცესი. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1956 წლის 3 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე დაარსდა და 1957 წლის 22 ოქტომბერს გაიხსნა. მუზეუმის თბილისში დაარსების ინიციატორი სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად გიორგი ლეონიძეც იყო....

სრულად

რეაბილიტირებული ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში 2017 წელს დაწყებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დასრულდა. 2019-2020 წლებში კი, მიმდინარეობდა სამუზეუმო სივრცეების, მემორიალური ოთახების, ექსპონატებისა და ეპოქალური ნივთების რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესი.   2021 წლის 24 სექტემბერს დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის, თბილისის განვითარების ფონდის, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ისტორიულ შენობაში განხორციელდა: - შენობის კონსტრუქციული გამაგრება...

სრულად

III საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ  2019 წლის 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, უმასპინძლა III საერთაშორისო კონფერენციას – „სემიტოლოგიური ძიებანი“. კონფერენცია, 22 ოქტომბერს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის...

სრულად

„საქართველო და XX საუკუნე“ – პირველი საერთაშორისო კონფერენცია

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ 19-20 სექტემბერს, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ნაძალადევის მედიათეკაში პირველ საერთაშორისო კონფერენციას „საქართველო და XX საუკუნე“ უმასპინძლა. კონფერენცია რეალური ფაქტებისა და ისტორიული დოკუმენტების ანალიზს ეფუძნება და მისი მიზანია, წარმოაჩინოს მეოცე საუკუნის კულტურა და ხელოვნება განსხვავებული სახელებითა და ფაქტებით, ეპოქისა და გარემოს სხვადასხვა კონტექსტებში და იკვლიოს პარალელური კულტურული პროცესები. „კონფერენციის იდეა საჯარო გაერთიანების ორ მუზეუმში, ვახტანგ ჭაბუკინის მემორიალურ სახლ-მუზეუმსა...

სრულად

II საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 15, 16 და 17 ოქტომბერს უმასპინძლა მეორე საერთაშორისო კონფერენციას – „სემიტოლოგიური ძიებანი“. კონფერენცია ეძღვნებოდა მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგის, ენათმეცნიერის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის სწავლების ფუძემდებლის აკადემიკოს კოტე (კონსტანტინე) წერეთლის ხსოვნას. კონფერენცია პირველად 2017 წელს ჩატარდა. სწორედ მაშინ გაჟღერდა ფართო აუდიტორიის წინაშე, რომ სამეცნიერო მიმართულებების გაძლიერების მიზნით, თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი გეგმავდა...

სრულად

სალონური შეხვედრები

სალონური შეხვედრები - სალონი, როგორც ლიტერატურული, ფილოსოფიური და პოლიტიკური წრის წარმომადგენელთა შეხვედრის ადგილი, ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა. საუკუნეების მანძილზე სალონურ ცხოვრებას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ეს იყო გარემო, სადაც იკრიბებოდნენ საერთო ინტერესების, გემოვნებისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანები. სწორედ სალონში ხდებოდა მათი შემოქმედებითი ნიჭიერების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა. სალონში ხშირად იმართებოდა პოეზიის საღამოები,...

სრულად

საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

თბილისის მუზეუმების გაერთიანება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 16 და 17 სექტემბერს მასპინძლობდა საერთაშორისო კონფერენციას „სემიტოლოგიური ძიებანი“. კონფერენცია ეძღვნებოდა მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგის, ენათმეცნიერის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის აკადემიკოს კოტე (კონსტანტინე) წერეთლის ხსოვნას. კოტე (კონსტანტინე) წერეთელი (1921-2004 წწ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1960წ.) ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. კოტე წერეთლის შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას...

სრულად

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

2017 წელს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ- მემორიალურ მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა, აგრეთვე მათი შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ნარკვევები დოკუმენტური და ფოტო...

სრულად

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი

2017 წლის 27 თებერვალს თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა, რომელიც სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს მიეძღვნა. ვახტანგ ჭაბუკიანის მუზეუმის საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია მუზეუმების გაერთიანების პირველი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ვახტან ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის ნაწილობრივ რეაბილიტაციას გულისხმობდა - კერძოდ, მხოლოდ ერთი საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია-რეექსპოზიციას. სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვალა იატაკის საფარი, მუზეუმში შეიცვალა წყალგაყვანილობის სისტემა, რესტავრაცია...

სრულად