„მემკვიდრეობა და ტრადიცია“ (წარსული აწმყოსა და მომავალში)

მემკვიდრეობა და ტრადიცია უწყვეტი პროცესია, რომელიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს. ის უზრუნველყოფს კულტურული მეხსიერების გადაცემას, ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზს, რაც თაობებს აძლევს საშუალებას, გაიაზრონ საკუთარი იდენტობა და შექმნან ახალი ესთეტიკური ღირებულებები. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს,ასევე, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მოხსენებები მიიღება სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობის თაობაზე, ავტორებს...

სრულად

II საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და XX საუკუნე“

სამუზეუმო ცხოვრება ეპოქისა და კონტექსტის ანალიზის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს ტრადიაცას და 6 და 7 დეკემბერს II საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველო და XX საუკუნე“ - გამართავს. ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო და XX საუკუნე“ ეფუძნება რეალური ფაქტებისა და ისტორიული დოკუმენტების ანალიზს. მომხსენებლები ისაუბრებენ და გაგვაცნობენ გასული საუკუნის, ზოგადად ეპოქისა და კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედებას...

სრულად

III საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ  2019 წლის 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, უმასპინძლა III საერთაშორისო კონფერენციას – „სემიტოლოგიური ძიებანი“. კონფერენცია, 22 ოქტომბერს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის...

სრულად

„საქართველო და XX საუკუნე“ – პირველი საერთაშორისო კონფერენცია

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ 19-20 სექტემბერს, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ნაძალადევის მედიათეკაში პირველ საერთაშორისო კონფერენციას „საქართველო და XX საუკუნე“ უმასპინძლა. კონფერენცია რეალური ფაქტებისა და ისტორიული დოკუმენტების ანალიზს ეფუძნება და მისი მიზანია, წარმოაჩინოს მეოცე საუკუნის კულტურა და ხელოვნება განსხვავებული სახელებითა და ფაქტებით, ეპოქისა და გარემოს სხვადასხვა კონტექსტებში და იკვლიოს პარალელური კულტურული პროცესები. „კონფერენციის იდეა საჯარო გაერთიანების ორ მუზეუმში, ვახტანგ ჭაბუკინის მემორიალურ სახლ-მუზეუმსა...

სრულად

II საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 15, 16 და 17 ოქტომბერს უმასპინძლა მეორე საერთაშორისო კონფერენციას – „სემიტოლოგიური ძიებანი“. კონფერენცია ეძღვნებოდა მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგის, ენათმეცნიერის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის სწავლების ფუძემდებლის აკადემიკოს კოტე (კონსტანტინე) წერეთლის ხსოვნას. კონფერენცია პირველად 2017 წელს ჩატარდა. სწორედ მაშინ გაჟღერდა ფართო აუდიტორიის წინაშე, რომ სამეცნიერო მიმართულებების გაძლიერების მიზნით, თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი გეგმავდა...

სრულად

საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

თბილისის მუზეუმების გაერთიანება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 16 და 17 სექტემბერს მასპინძლობდა საერთაშორისო კონფერენციას „სემიტოლოგიური ძიებანი“. კონფერენცია ეძღვნებოდა მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგის, ენათმეცნიერის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის აკადემიკოს კოტე (კონსტანტინე) წერეთლის ხსოვნას. კოტე (კონსტანტინე) წერეთელი (1921-2004 წწ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1960წ.) ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. კოტე წერეთლის შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას...

სრულად