„აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული“

102 - „აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული“
იცით, როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში?
საგანმანათლებლო პროგრამა „აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული“ მოგიყვებათ „ჭონას“ ტრადიციაზე; სვანების „უფლიშის“ და რაჭველების„გიორგონთობის“ დღესასწაულებზე; გურულების „ლელოსა“ და „აგუნას“ ტრადიციაზე; ქართლელების „ჭიაკოკონობასა“ და თბილისურ „ბერიკაობა-ყეენობაზე“. მთელ საქართველოში გამოგზაურებთ და აღდგომის აღნიშვნის ბევრ უცნობ ტრადიციას გაგაცნობთ.
15 მარტიდან თბილისის მუზეუმების გაერთიანება- ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იწყებს შემეცნებით – საგანმანათლებლო პროგრამების ციკლს „აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული“.
პროგრამის ფარგლებში, მრავალფეროვანი აუდიო და ვიზუალური თვალსაჩინოებების გამოყენებით, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ სააღდგომო წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებსა და გამოხატვის ფორმებს.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელით საინტერესო და სახალისო აქტივობები, დასასრულს კი სხვადასხვა მასალის გამოყენებით თავად შექმნიან სააღდგომო კომპოზიციებს.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. ჯგუფის შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია.
• მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
• ასაკობრივი ჯგუფი: 7 წლიდან
• ხანგრძლივობა: 90 წუთი
• ყოველდღე, სამშაბათის გარდა: 12:00 საათი
• ღირებულება: 10 ლარი
 მისამართი: თბილისი, ივანე ჯავახიშვილი ქ. N7