თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისია სასწავლო პროცესში სამუზეუმო ფონდების აქტიური გამოყენება და საგანმანათლებლო რესურსებად ქცევაა.

სამუზეუმო განათლების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებების ინტეგრირებული სწავლებისთვის ხელშეწყობა მუზეუმში გაკვეთილის ჩატარებით, რისთვისაც იგი მის ხელთ არსებულ მდიდარ ფონდებს იყენებს.

ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებით დაინტერესებულ პედაგოგებს მუზეუმი სთავაზობს ისეთ სივრცეს, რომელიც მათ გაკვეთილებს პირველწყაროზე დაყრდნობით ინფორმაციული კუთხით გაამდიდრებს და საშუალებას მისცემს „გამოიყვანონ“ მოსწავლეები სკოლის გაკვეთილების საზღვრებიდან და გახადონ ისინი პროცესის თანამონაწილეები.

მუზეუმების გაერთიანების სრტრუქტურულ ერთეულებში მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია არა მხოლოდ მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე და  პროგრამის მონაწილე ინტერაქტიული სწავლების სუბიექტია.

დღეისათვის თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში 20 დასახელების საგანმანათლებლო პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც შემეცნებითთან ერთად ინტერაქტიულიცაა.

ყველა პროგრამა სრულდება პრაქტიკული  და სახალისო სამუშაოთი.

პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე მონაწილეები საკუთარი ხელით ამზადებენ: თოჯინებს, ბალერინებს, ჭადრაკის ფიგურებს, ქმნიან მოძრავ აპარატებსა და სახალისო თამაშობებს. ინტერაქციისა და პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით, პროგრამის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ დაიკმაყოფილონ საკუთარი ცნობისმოყვარეობა, გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება.

მუზეუმების გაერთიანების სამუზეუმო საგანმანათლებლო პროგრამები:

საშუალებას აძლევს მონაწილეებსა და ნებისმიერ მსურველს სამუზეუმო გარემოს საშუალებით გაიღრმაოს, შეავსოს და მრავალფეროვანი გახადოს ცოდნა და უნარჩვევები;

ხელს უწყობს სწავლის მოტივაციის ამაღლებას;

ზრდის შეძენილი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობებს;

სცდება საგნის სწავლების სტანდარტულ ჩარჩოებს;

ხელს უწყობს ინტერაქტიული სწავლების, სასკოლო თუ უმაღლესი სასწავლებლების პროექტებისა და პრეზენტაციების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;

შეესაბამება მუზეუმისა და სკოლის პროგრამის თემატიკას;

მორგებულია ნებისმიერი მსურველის ასაკზე, ინტერესებსა და შესაძლებლობებზე;

შემეცნებითი, ექსპერიმენტული და ინტერაქტიულია.

 

 

ვორქშოპების შესახებ

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიაა სასწავლო პროცესში სამუზეუმო ფონდების აქტიური გამოყენება და საგანამანათლებლო რესურსად ქცევა. თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანამანთლებლო ვორკშოპები ითვალისწინებს ინტერდისციპლინარული კვლევების განსაკუთრებულ მნიშვნელობას  და ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესის ზრდას ახალი ან/და ახლებურად გაზიარებული ცოდნისადმი. სამუზეუმო განათლების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სხვადასხვა დისციპლინის ინტეგრირებული სწავლების წახალისება.

მუზეუმი, როგორც საგანმანათლებლო სივრცე, არაფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ხოლო არაფორმალური განათლების წარმატების პირობაა ურთიერთქმედების ემოციური მხარე, რომელიც ბადებს სამყაროსადმი დამოკიდებულების ან პიროვნების ინტერესთა ცვლილებებს.

დღეისათვის თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში 3 სხვადასხვა დასახელების საგანმანათლებლო პრაქტიკული ვორქშოპი მოქმედებს. ისინი  ორიენტირებულია არა მხოლოდ ცოდნის გავრცელებაზე, არამედ მონაწილეთათვის ცოდნასთან ერთად სხვადასხვა უნარ-ჩვევის გამომუშავების  შეთავაზებაზე.

ვორქშოპების მიზნები:

საშუალებას აძლევს მოსწავლეს გამოიყენოს სამუზეუმო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად;

ხელს უწყობს სწავლის მოტივაციის ამაღლებას;

ზრდის შეძენილი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობებს;

სცდება საგნის სწავლების სტანდარტულ ჩარჩოებს;

ხელს უწყობს ინტერაქტიული სწავლებისა და პრეზენტაციების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.