ვპოვე ტაძარი… ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

„...ჩვენ ახალს სახლებში გადავედით, ანჩისხატის უბანში; უწინ რომ აფხაზი იდგა“ - სწერდა ნიკოლოზ ბარათაშვილი ბიძას, გრიგოლ ორბელიანს, სახლზე, რომელშიც ბარათაშვილების ოჯახი 1841 წლიდან ცხოვრობდა. დღეს, ამ სახლში ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმია განთავსებული და ის თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია. სახლ-მუზეუმი 1982 წლის 31 ოქტომბერს დაარსდა. შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.  2017 წელს ჩატარებული სარემონტო სამუშაოების და რეაბილიტაციის შედეგად,...

სრულად

სახლი აგურის ქუჩაზე – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

თბილისში, ვერაზე, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩაზე გამვლელთ ახსოვთ ეს ტრადიცია - ყოველი კვირის რომელიმე დღეს, ბაქრაძის #10-ში, მეორე სართულის ღია ფანჯრებიდან იღვრებოდა ღვთაებრივი მუსიკა, ზოგჯერ ცოცხალი შესრულებით, ზოგჯერ კი ჩანაწერებით... ეს მუსიკაც და ეს დღეც ეკუთვნოდა ქართული პროფესიული მუსიკის ფუძემდებელს და პირველი ქართული ეროვნული კლასიკური ოპერის ავტორს, ზაქარია ფალიაშვილს და ყველა გამვლელმა იცოდა, რომ დიდი მაესტრო ამ სახლის ბინადარი იყო... დღეს,...

სრულად

„ჩვენ არ ვცხოვრობთ ერთი სიცოცხლით“

დ. უზნაძის #2-ში მდებარე სახლის აივანი მტკვარს გადაჰყურებს. აივანზე ვრცელი პანოა, რომელიც იუწყება, რომ ამ სახლში კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმია. ხშირად, დამთვალიერებლების ინტერესი ამ ხედიდან იწყება. მუზეუმში შესული სტუმარი კი, სრულიად განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდება - სახლში, რომელიც ტრაგიკული ეპოქის მეხსიერებას მკაფიო ანაბეჭდებით ინახავს.     ამ სახლში, წერეთლების ოჯახი 1959 წლიდან ცხოვრობდა. დღეს, განახლებული სახლ-მუზეუმი თბილისის მერიის მუზეუმების...

სრულად

ცეკვის ჯადოქარი

დავით აღმაშენებლის 83/23-ში მდებარეობს სახლი, სადაც ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პედაგოგი, ქართული პროფესიული ბალეტის პედაგოგი ვახტანგ ჭაბუკიანი 1947 წლიდან 1992 წლის 6 აპრილამდე, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.     დღეს ეს სახლი ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმია და ის თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგებლობაშია. მუზეუმში დაცულია ბალეტის მოცეკვავის პირადი ნივთები, სასცენო კოსტუმები, რეკვიზიტები, მრავალფეროვანი დოკუმენტური მასალა, ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი. სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია...

სრულად

ქალები XIX საუკუნის საქართველოდან

საქართველოს რადიოს (Fm 102.3) დილის გადაცემის „პიკის საათი“ და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთობლივი შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრათა ციკლი მე-19 საუკუნეში დაწყებულ ქალთა მოძრაობის ისტორიის ქართულ მაგალითებს ეხება. XIX საუკუნეში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბრძოლამ მთელი მსოფლიო მოიცვა, მათ შორის საქართველოც. ამ მოვლენების შესახებ ხშირად წერდნენ ქართული ჟურნალ-გაზეთები, რაც მნიშვნელოვანი საქმე იყო ინფორმაციის მიღებისა და ქართველ ქალთა შორის ახალი ინიციატივების გასაჩენად. საქართველოშიც, ღირსეულად...

სრულად

ცას, გადმობრუნებულ ცას… გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი

ვერცხლისფერი ლომებით დამშვენებულ ხიდს მისი სახლისკენ მიჰყავხართ. ხიდს ამ სახლის მასპინძლის - დიდი პოეტის სახელი ჰქვია. ამ სახელმა ქართული პოეზია კოსმიური ენერგიით დამუხტა: გალაკტიონ ტაბიძე - პოეტთა მეფე, დიდებული უცნობი. გალაკტიონის მემორიალური სახლ-მუზეუმი კოტე მარჯანიშვილის #4-ში მდებარეობს. აქ პოეტი 1935 წლიდან გარდაცვალებამდე - 1959 წლამდე ცხოვრობდა. ეს სახლი 1935 წელს, მწერლებს ბანკმა აუშენა ჟორესის ანუ მარჯანიშვილის №4-ში, სადაც გალაკტიონმა მეორე...

სრულად

ილიას სახლი – ევროპული საქართველოს მეტაფორა

ივანე ჯავახიშვილის 7 - ამ მისამართს თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათისაკენ - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმისაკენ მიჰყავხართ. აქ ცოტა ხნის წინ დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და განახლებული მუზეუმი ყოველდღიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობს. მისი დათვალიერების შემდეგ ყველა რწმუნდება იმაში, რომ ეს სივრცე მუზეუმზე მეტია. ის, ერთი მხრივ, ინარჩუნებს უნიკალურ ისტორიას და მეორე მხრივ, ამ ისტორიის ფონზე წარმოაჩენს უმთავრეს კონცეფციას - ესაა სახლი-სიმბოლო იმისა,...

სრულად