წიგნის პრეზენტაცია – „გალაკტიონის ფოტოამბები“

17 ნოემბერს „უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებულ დიდ ადამიანსა და გულუბრყვილო ბავშვს“, „პოეტების მეფესა“ და „მარტოობის ორდენის კავალერს“ - გალაკტიონ ტაბიძეს დაბადებიდან 135 წელი უსრულდება. 2026 წლის 17 ნოემბერს, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი გიწვევთ საიუბილეო ალბომის - “გალაკტიონის ფოტოამბების” პრეზენტაციაზე, რომელიც ფოტოისტორიების სახით კიდევ ერთხელ გააცოცხლებს პოეტის ქაოსურ და გამოწვევებით სავსე ცხოვრებას. ამ ალბომით თქვენ შეხვდებით გალაკტიონსა და მის ეპოქას... შეხვედრას გაუძღვება...

სრულად

„მემკვიდრეობა და ტრადიცია“ (წარსული, აწმყოსა და მომავალში)

18 და 19 ნოემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანება გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - „მემკვიდრეობა და ტრადიცია“ (წარსული, აწმყოსა და მომავალში). მემკვიდრეობა და ტრადიცია უწყვეტი პროცესია, რომელიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს. იგი უზრუნველყოფს კულტურული მეხსიერების შენარჩუნებასა და თაობებისთვის გადაცემას, ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზს, საკუთარი იდენტობის გააზრებასა და ახალი ესთეტიკური ღირებულებების შექმნას. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და...

სრულად

ღია კარის დღე

17 ნოემბერს, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღია კარის დღის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება შემდეგი აქტივობები: •⁠ ⁠მთელი დღის განმავლობაში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ დაათვალიერონ მუზეუმი და გაეცნონ პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას; •⁠ ⁠საგანმანათლებლო პროგრამა „წერე დღიური“ - 13:00 საათზე; • ღონისძიება ,, გალაკტიონი -მარადისობის პოეტი“ •⁠ ⁠საიუბილეო ალბომის - „გალაკტიონის ფოტოამბების“ პრეზენტაცია. პრეზენტაციას გაუძღვება მეცნიერი,...

სრულად

ღია კარის დღე

6 ოქტომბერს, ზაქარია ფალიაშვილი გარდაცვალების დღეს, ღია კარის დღის ფარგლებში, მუზეუმი დამთვალიერებლებს უსასყიდლოდ უმასპინძლებს. მუზეუმში ღია კარის დღე მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: •⁠ ⁠ექსკურსიას, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებელი გაეცნობა ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას •⁠ ⁠საგანმანათლებლო პროგრამას „გოლოვინი... ოპერიდან ოპერამდე“ - 15:00 სთ. დასწრება თავისუფალია ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი დიმიტრი ბაქრაძის ქ. №10

სრულად

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო

3 აგვისტოს, 19:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, გაიმართება ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის, დაბადებიდან 155 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებლები: ელდარ გეწაძე (ბარიტონი), ლიანა კალმახელიძე (სოპრანო),მარიკა მაჩიტიძე (სოპრანო), არმაზ დარაშვილი (ტენორი),გიორგი გოდერძიშვილი (ბანი), თაკო ლებანიძე (სოპრანო). შესრულდება ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“ და „ლატავრა“. პროგრამაში განსაკუთრებით წარმოჩინდება ზაქარია ფალიაშვილის...

სრულად

საფორტეპიანო ინტერპრეტაციის საკითხები მარგარიტ ლონგის, მონიკ დეშოსესა და რუსუდან ხოჯავას მიხედვით

10 ივლისს, 19:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, გაიმართება საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თეა მარიამიძე-დიკეროს ლექცია-კონცერტი - „საფორტეპიანო ინტერპრეტაციის საკითხები მარგარიტ ლონგის, მონიკ დეშოსესა და რუსუდან ხოჯავას მიხედვით“. ლექცია-კონცერტი მიეძღვნება საფორტეპიანო ხელოვნებისა და მუსიკალური ფილოსოფიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ტექსტის ერთგულებისა და ინდივიდუალური თავისუფლების თანამედროვე გამოწვევებს. მომხსენებელი აუდიტორიას გაუზიარებს სამი უდიდესი პედაგოგის გამოცდილებას, ხოლო ღონისძიების დასასრულს თავად შეასრულებს ფრანგი კომპოზიტორების...

სრულად

არა ზღაპარი

23 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი გეპატიჟებათ გამოფენის გახსნაზე - „არა ზღაპარი“. გამოფენა შთაგონებულია მუზეუმის უნიკალური კოლექციითა და მისი დამფუძნებლის, ქართველი პედაგოგისა და საბავშვო მწერლის - თინათინ თუმანიშვილის ხელნაწერი ტექსტით „არა ზღაპარი“. „იყო და რა იყო… იყო ერთი სამეფო-სათინათინო. ამ სამეფოში ცხოვრობდა მოთინათინე დედოფალი. მას ეწვეოდნენ სტუმრები. ზოგი წუთით, ზოგი კი - მრავალი წლით. ერთხელ, ერთ სტუმრის...

სრულად

ღამე მუზეუმში

„მუზეუმების გაერთიანება“, ქ.თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი უერთდება მუზეუმის საერთაშორსო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას - ,,ღამე მუზეუმში". ღონისძიების ფარგლებში, 20:00 საათიდან 24:00 საათამდე ღია იქნება საგამოფენო სივრცეები, გაიმართება ანსამბლ „მარგალიტის“ კონცერტი, ინტერაქციული ექსკურსიები საათში ერთხელ და შემეცნებით-გასართობი აქტივობები ყველა ასაკის ვიზიტორისთვის. ყოველწლიურად, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს, რომელიც ხაზს უსვამს მუზეუმების ტრანსფორმაციულ როლს საზოგადოებაში. მუზეუმის დღის...

სრულად

მუზეუმის საერთაშორისო დღე

18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით, თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებში, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ყოველდღე, ფიქსირებულ დროს (ერთსაათიანი ინტერვალით), ჩატარდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები, ტურები და თამაშები. ყოველწლიურად, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს, რომელიც ხაზს უსვამს მუზეუმების ტრანსფორმაციულ როლს საზოგადოებაში. მუზეუმის დღის 2026 წლის თემაა „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ...

სრულად

„ეთერ გუგუშვილი – ერთი საუკუნე“

17 მარტს, 19:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, გაიმართება ღონისძიება - „ეთერ გუგუშვილი - ერთი საუკუნე“. საღამოს გაუძღვება მსახიობი, რუსუდან ბოლქვაძე. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ეთერ გუგუშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი, 1973-2005 წლებში ინსტიტუტის რექტორი. მან, 1970-იანი წლების დასაწყისში ინსტიტუტის სასცენო მოძრაობის კათედრის ხელმძღვანელად, ვახტანგ ჭაბუკიანი მიიწვია. მისი ავტორობით გამოიცა წიგნები და ბროშურები, მათ შორის...

სრულად

„აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული“

იცით, როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში? საგანმანათლებლო პროგრამა „აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული“ მოგიყვებათ „ჭონას“ ტრადიციაზე; სვანების „უფლიშის“ და რაჭველების„გიორგონთობის“ დღესასწაულებზე; გურულების „ლელოსა“ და „აგუნას“ ტრადიციაზე; ქართლელების „ჭიაკოკონობასა“ და თბილისურ „ბერიკაობა-ყეენობაზე“. მთელ საქართველოში გამოგზაურებთ და აღდგომის აღნიშვნის ბევრ უცნობ ტრადიციას გაგაცნობთ. 15 მარტიდან თბილისის მუზეუმების გაერთიანება- ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იწყებს შემეცნებით - საგანმანათლებლო პროგრამების ციკლს „აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული“. პროგრამის ფარგლებში, მრავალფეროვანი აუდიო...

სრულად

„ხილული და უხილავი“ – რელიგიური თემატიკა სოსო წერეთლის შემოქმედებაში

1 მარტს, სოსო წერეთელის დაბადების დღეს, 13:00 და 16:00 საათზე, ჩატარდება ღონისძიება - „ხილული და უხილავი“ -რელიგიური თემატიკა სოსო წერეთლის შემოქმედებაში. პროგრამა მოიცავს: • მუზეუმის ექსკურსიას, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სოსო წერეთლის ცხოვრება და შემოქმედებითი სივრცე;• მხატვრის ნამუშევრებში ქრისტიანული იკონოგრაფიული მოტივების განხილვას. დასწრება თავისუფალია! მისამართი: კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი / დ. უზნაძის ქუჩა №2

სრულად

„ქართული ბალეტის გზა: ჭაბუკიანიდან ანანიაშვილამდე“

27 თებერვალს, 13:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეს, გაიმართება ღონისძიება - „ქართული ბალეტის გზა: ჭაბუკიანიდან ანანიაშვილამდე“. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმარი - ნინო ანანიაშვილი - ისაუბრებს როგორც ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებაზე, ასევე საკუთარ შემოქმედებით გზაზე, ქართული ბალეტის განვითარებასა და საერთაშორისო წარმატებაზე. მომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მის მიერ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით აღდგენილ საბალეტო სპექტაკლებს -„გორდა“, „ლაურენსია“ და „ოტელო“. დასწრება თავისუფალია! მისამართი: ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური...

სრულად

„ძველი აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“

27თებერვალს, კოტე წერეთლის გარდაცვალების დღეს, ღია კარის დღის ფარგლებში, ორ სესიად - 13:00 და 16:00 საათებზე - ჩატარდება ღონისძიება სახელწოდებით „ძველი აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“. ღონისძიება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: •მუზეუმში გამართულ ექსკურსიას, სადაც წარმოდგენილია კოტე წერეთლის ცხოვრება და სამეცნიერო მემკვიდრეობა; •საგანმანათლებლო პროგრამის „აღმოსავლური ცივილიზაციების კვალდაკვალ“ ადაპტირებულ ვერსიას, რომელიც მონაწილეებს აცნობს ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციებსა და დამწერლობის წარმოშობას; •დასკვნით პრაქტიკულ აქტივობას, რომლის ფარგლებში მონაწილეები ლურსმული დამწერლობის სტილიზებული ნიშნებით წერენ საკუთარ სახელს, გვარს ან მოკლე ტექსტს. დასწრება თავისუფალია!   მისამართი: კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი/ დ.უზნაძის ქუჩა...

სრულად