„ძველი აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“

IMG 8090 - „ძველი აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“

4 თებერვალს, კოტე წერეთლის დაბადების დღეს, ღია კარის დღის ფარგლებში, ორ სესიად – 13:00 და 16:00 საათებზე – ჩატარდება ღონისძიება სახელწოდებით „ძველი აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“.

საგანმანათლებლო ტური ეფუძნება კოტე წერეთლის სამეცნიერო საქმიანობას-აღმოსავლეთმცოდნეობის, ებრაისტიკა-არამეისტიკისა და უძველესი წარწერების კვლევის მიმართულებებს.

ღონისძიება მოიცავს შემდე კომპონენტებს:

·მუზეუმში გამართულ ექსკურსიას, სადაც წარმოდგენილია კოტე წერეთლის ცხოვრება და სამეცნიერო მემკვიდრეობა;

·საგანმანათლებლო პროგრამის „აღმოსავლური ცივილიზაციების კვალდაკვალ“ ადაპტირებულ ვერსიას, რომელიც მონაწილეებს აცნობს ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციებსა და დამწერლობის წარმოშობას;

·დასკვნით პრაქტიკულ აქტივობას, რომლის ფარგლებში მონაწილეები ლურსმული დამწერლობის სტილიზებული ნიშნებით წერენ საკუთარ სახელს, გვარს ან მოკლე ტექსტს.

დასწრება თავისუფალია

მისამართი: კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი/დ.უზნაძის ქუჩა №2