ICOM ევროპის საერთაშორისო კონფერენცია “მუზეუმებისა და თემების დაკავშირება: კომუნიკაციისა და განათლების როლი” 2-3 ოქტომბერს ლისაბონში მიმდინარეობს. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა ICOM საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს გააცნო თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების აქტივობები, საგანმანათლებლო მიმართულებები და ინსტიტუციის როლი თანამედროვე საქართველოში.
ICOM ევროპის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ICOM ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, სამუზეუმო სფეროს პროფესიონალები, კომუნიკაციის ექსპერტები და პედაგოგები. კონფერენციის სხვადასხვა სესიაზე განიხილება მუზეუმების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის როლი, საგანამანთლბელო რესურსები და შესაძლებლობები, მუზეუმების მისია და მათი კოლექციები, დამთვალიერებლებისა და ვიზიტორების მნიშვნელობა.
კონფერენცია ICOM პორტუგალიის, ICOM საქართველოს, ICOM ხორვატიის, ლუსოფონის უნივერსიტეტის, UNESCO პორტუგალიისა და ლისაბონის ეტლების ეროვნული მუზეუმის პარტნიორობით იმართება.