2023 წლის 14 – 16 სექტემბერს 2023 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქ ტიმიშოარაში სამუზეუმო სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსი, ევროპის მუზეუმების აკადემიის ყოველწლიური კონფერენცია EMA 2023 ჩატარდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ ევროპის მუზეუმების აკადემიის ყოველწლიური დაჯილდოვების ცემერემონია გაიმართა, რომელიც რამდენიმე ნომინაციას მოიცავს: ხელოვნების მუზეუმის ჯილდო, DASA-სა და Luigi Micheletti-ს პრემიებს.
2023 წლის კონკურსის შედეგების მიხედვით გაიცა სამი პრემია და ორი განსაკუთრებული ჯილდო.
- 2023 წლის ხელოვნების მუზეუმის პრემია მიენიჭა M.A.K – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, რომელიც მდებარეობს ბელგიაში.
- 2023 წლის DASA – პრემია გადაეცა უნგრეთის ფულის მუზეუმსა და ვიზიტორთა ცენტრს.
- 2023 წლის ლუიჯი მიკელეტის პრემია გადაეცა დანიის ლტოლვილთა მუზეუმს.
2023 წლის ევროპის მუზეუმების აკადემიამ დაჯილდოვების ცერემიანიაზე ორი განსაკუთრებული პრიზი გამოავლინა, რომლებიც თბილისის მუზეუმების გაერთიანებას (საქართველო) და კიევის მეორე მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმს (უკრაინა) გადაეცა.
სპეციალური აღნიშვნის პრიზი გადაეცა თბილისის მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც თავისი კოლექციებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და აქტივობებით შთააგონებს ვიზიტორებსა და დამთვალიერებლებს დაფიქრდნენ ისტორიულ და საზოგადოებრივ გამოწვევებზე, გამარჯვებული მუზეუმი ქმნის სამუზეუმო ქსელს ისტორიის და კოლექციების გამოყენებით და აკავშირებს საზოგადოებას თანამედროვეობასთან. თბილისის მუზეუმების გაერთიანება აჩვენებს კრეატიულ მიდგომას ცოდნის გამომუშავების, ინტერპრეტაციისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ და წარმოდგენილ მუზეუოგრაფიაში ითვალისწინებს რთულ გეოგრაფიულ და ისტორიულ კონტექსტს.
ევროპის მუზეუმების აკადემია (EMA) 2009 წელს მუზეოლოგ კენეტ ჰადსონის სახელის პატივსაცემად დაფუძნდა და მასში გაერთიანებულია სამუზეუმო საქმის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, ევროპის მუზეუმთა ხელმძღვანელები, სამუზეუმო და საგამოფენო საქმის თეორეტიკოსები, კურატორები და სხვა.
ევროპის მუზეუმების აკადემიის – EMA 2023 კონფერენციაზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – თბილისის მუნიციპალიტეტის განახლებული მუზეუმებით, საგამოფენო მუზეოგრაფიითა და საგანმანათლებლო მიმართულებით იყო წარდგენილი.
EMA 2023 საკონფერენციო პროგრამა აერთიანებდა კონფერენციის ძირითადი მომხსენებლების პრეზენტაციებს, შეხვედრებს, დისკუსიებს, სამენტორო სესიებს, გასვლით სამუშაო შეხვედრებს ტიმიშოარას სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სამუზეუმო სივრცეში.
2023 წლის EMA კონფერენცია რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში ჩატარდა, ტიმიშოარა ევროკავშირის მიერ 2023 წლის ევროპის კულტურის დედექალაქადაა აღიარებული. ევროკავშირის ინიციატივა, დაასახელოს ყოველწლიურად რომელიმე ქალაქი კონტინენტის კულტურული ცხოვრების ცენტრად, ფასეულობების, კულტურისა და შესაძლებლობების განვითარება – გავრცელებას გულისხმობს და 1985 წლიდან მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაცია EMA-ს ნომინაციების შესახებ:
EMA – ს წლის ხელოვნების მუზეუმის ჯილდო – აღიარებს ხელოვნების მუზეუმებს, რომლებიც ხელოვნებასთან ინოვაციური, პიონერული და კრეატიული გზით, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს და პასუხობენ სოციალურ საკითხებს და ფუნქციონირებენ როგორც „სოციალურ ასპარეზზე“ მოქმედი დაწესებულებები და სახელოვნები გზით ახმიანებენ ისეთ საკითხებს როგორიცაა, დემოკრატიული პროცესები, თანასწორობა, შეზღუდული შესაძლებლობები, მიგრაცია, სამართლიანობა, კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება.
ლუიჯი მიკელეტის პრემია – განკუთვნილია ისეთი მუზეუმებისთვის, რომლებიც კოლექციებითა და სამუზეუმო ენით აღწერენ და აერთიანებენ ტექნოლოგიასა და თანამედროვე კომუნიკაციის ენას და მოიცავენ მრეწველობისა და მეცნიერების ისტორიის საკითხებს. პრემია დაფუძნებულია დემოკრატიულ და ადამიანურ ღირებულებებზე, რომლებიც მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს 21-ე საუკუნის ახალი მუზეუმის იდეებისთვის.
DASA – პრემია გაიცემა ისეთი მუზეუმებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან მუზეოგრფიისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, სადაც, კოლექციებთან ერთად მნიშვნელოვანია ისტორიისა და მემკვიდრეობის საგანმანათლებლო რესურსებად ქცევა და საზოგადოების ჩართულობა.