თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის მუზეუმების აკადემიის EMA – 2023 DASA პრემიის მოკლე სიაშია

IMG 6034 scaled - თბილისის მუზეუმების გაერთიანება  ევროპის მუზეუმების აკადემიის EMA – 2023 DASA პრემიის მოკლე სიაშია

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის მუზეუმების აკადემიის DASA-ს პრემიის ნომინაციის მოკლე სიის კანდიდატია, რომლის შედეგებიც 16 სექტემბრის გვიან ღამით გახდება ცნობილი. DASA-ს კონკურსი გამოავლენს ევროპის მასშტაბით, მუზეუმებში განათლების ხელმისაწვდომობას კომუნიკაციის ინოვაციურ გზებს და გავლენას მუზეუმის ვიზიტორებზე, ცოდნის გადაცემის სპეციალურ მეთოდებს, რომლებიც კავშირშია საგანმანათლებლო სტრატეგია მუზეუმის სცენოგრაფიასთან. DASA კონკურსი ასახელებს მუზეუმს სამუზეუმო და საზოგადოებრივი განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

EMA 2023 კონფერენციაში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ კონფერენციის მონაწილეებსა და ჟიურის წევრებს თბილისის მუზეუმების გაერთიანების განახლებული მუზეუმები, საგამოფენო მუზეოგრაფია და საგანმანათლებლო მიმართულება, გაერთიანების მისია და შედეგები გააცნო.

EMA 2023 კონფერენცია რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში 14 სექტემბერს გაიხსნა, EMA 2023 საკონფერენციო პროგრამა აერთიანებს კონფერენციის ძირითადი მომხსენებლების პრეზენტაციებს, შეხვედრებს, დისკუსიებს, სამენტორო სესიებს, გასვლით სამუშაო შეხვედრებს ტიმიშოარას სხვდასხვა საგანმანათლებლო თუ სამუზეუმო სივრცეში.

ევროპის მუზეუმების აკადემიის ყოველწლიური კონკურსი DASA ევროპის მუზეუმების აკადემიამ 2011 წელს დაარსა და ყოველწიურად საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით  ევროპის საუკეთესო მუზეუმს გადაეცემა.

2022 წელს DASA ჯილდო ჰანს კრისტიან ანდერსენის სახლ მუზეუმმა მიიღო. სხვადასხვა პერიოდებში ჯილდოს მფლობელები გახდნენ ლიტერატურის მუზეუმი რუმინეთში, დიზაინის მუზეუმი კოპენჰაგენში, დანია. Museo del Magma იტალია და სხვა.