თბილისის მუზეუმების გაერთიანება ICOM საქართველოს ინსტიტუციური წევრი გახდა

DSC 5127 scaled - თბილისის მუზეუმების გაერთიანება ICOM საქართველოს ინსტიტუციური წევრი გახდა

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ICOM (International Council of Museums) მუზეუმების საერთაშორისო საბჭო საქართველოს ინსტიტუციური წევრი გახდა.

ICOM 142 ქვეყნის 50000-მდე წევრს აერთიანებს დამუზეუმის პროფესიონალთა და მუზეუმების/სამუზეუმო ინსტიტუციების ერთადერთ საერთაშორისო პროფესიულ  ქსელს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში.

ICOM წევრობის უპირატესობებია:

▪️ICOM-ის კონფერენციებში მონაწილეობა და წვდომა ICOM-ის პარტნიორი ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობასა და დასწრებაზე;

▪️პუბლიკაციები, სახელმძღვანელოები და პროფესიული სტანდარტები;

▪️ICOM-ის კვალიფიკაციის ამაღლების პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობა;

▪️საწევრო ბარათი.

2023 წელს ICOM საქართველოს  118 ახალი წევრი შეუერთდა, აქედან 109 ინდივიდუალური, 1 ინსტიტუციური და 8 სტუდენტური კატეგორიის წევრია.