წმინდა მესა

ფალიაშვილის „მესა - წმინდა მესა

 

ზაქარია ფალიაშვილის მესა, რომელიც კომპოზიტორმა შემოქმედების ადრეულ წლებში დაწერა, ქართულ მუსიკაში მესის ერთადერთი ნიმუშია.

გამოცემა წარმოაჩენს ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების განმსაზღვრელ ფაქტორს, მისი სულიერების იმ მნიშვნელოვანი ნაწილის შესწავლა-ანალიზს, რომელიც კათოლიკური წესის მესას უკავშირდება.

გამოცემა შექმნილია თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი კვლევითი მასალებითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატებისა და საარქივო მასალების  მიხედვით.

მდიდარი ფოტომასალა და ავტორთა მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები  წარმოაჩენს ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების განმსაზღვრელ ფაქტორს, რომელიც კათოლიკური წესის მესას უკავშირდება. ზაქარია ფალიაშვილის მესა, რომელიც კომპოზიტორმა შემოქმედების ადრეულ წლებში დაწერა, ქართულ მუსიკაში მესის ერთადერთი ნიმუშია.

გამოცემა ეძღვნება ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკომ) 2020-2021 წლების საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიაა – შეინახოს, დაიცვას და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომელიც მიმართულია განსხვავებული ინტერესებისა და ასაკის ადამიანებისთვის ცოდნის გაზიარებაზე.

წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზეა.

მასში გამოყენებული მასალა დაცულია ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში.

მხატვარ-დიზაინერი: ნინო ანდრიაშვილი

გამომცემლობა: შ.პ.ს. „სეზანი“

ღირებულება: 85 ლარი