ნეირომრავალფეროვნება და სამუზეუმო სივრცე

IMG 8658 - ნეირომრავალფეროვნება და სამუზეუმო სივრცე

19 მარტს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩატარდა საჯარო ლექცია „ნეირომრავალფეროვნება და სამუზეუმო სივრცე“. თემაზე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა გვანცა ჩვამანიამ ისაუბრა და განმარტა ადაპტირებული სამუზეუმო სივრცის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის. ამასთან, გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებასა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრს შორის. გაერთიანებული ძალებით საინტერესო სიახლეებს შემოგთავაზებთ.

“ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე” -“მუსიკა და ბალეტი“

IMG 6493 - “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე” -“მუსიკა და ბალეტი“

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების კვლევითი პროექტის “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე” მორიგი სამშაბათის დისკუსიას ნიალა გიძიაშვილმა უმასპინძლა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტმა (1964 წლიდან) და ამავე თეატრის საბალეტო სპექტაკლების მთავარმა რეჟისორმა თემაზე “მუსიკა და ბალეტი“ საინტერესო “ისტორიული მოგზაურობა” შემოგვთავაზა. ასევე ისაუბრა სხვადსხვა ეპოქაში ქორეოგრაფებისა და ბალეტმაისტერების კომპოზიტორებთან მუშაობის თავისებურებებზე. კვლევითი პროექტი “ვახტანგ ჭაბუკიანი და […]

„ჰოჲ საყურეო…“

54515083 1049426505250944 8288309024600883200 o - „ჰოჲ საყურეო…“

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა 18 მარტს ეკატერინე ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ საღამოს „ჰოჲ საყურეო…“ უმასპინძლა. საღამოზე მოსულმა სტუმრებმა საკუთარ ლექსებთან ერთად ეკატერინესადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. ლიტერატურულ საღამოს მასპინძლობდნენ: ქეთი შენგელია,მარიამ პაპაშვილი, ბადრი ქუთათელაძე, მიხეილ ღანიშაშვილი, ეთერ თათარაიძე, ვასილ ბოსტაშვილი.

უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული გალაკტიონი

54390883 837419639927544 285722596287184896 o - უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული გალაკტიონი

17 მარტს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში საღამო „უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული გალაკტიონი“ გაიმართა, რომელიც პოეტის გარდაცვალებიდან 60 წლისთავს მიეძღვნა. “უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული დიდი ბავშვი” ასე დაარქვა პოეტს უფროსმა ძმამ აბესალომმა. პოეტის ცხოვრების დღემდე უცნობ ეპიზოდებზე გალაკტიონის ბიოგრაფმა და პოეტმა ვახტანგ ჯავახაძემ ისაუბრა.

Theater Masks

Theatre masks and costumed performances have a long history.  “Bauta”, “Volto”, “Moreta”, those are the names of Venice masks, which amuse viewers with every glance. Georgia is not an exception. “Berikaoba” and “Kaenoba” were one of this kind of theatre performances. Artists masks and costumes were created with deferent materials: animals leather (goat, sheep and […]

“ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“ – გმირის დაბადება და სიკვდილი საბჭოთა ეპოქაში

3 - “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“ - გმირის დაბადება და სიკვდილი საბჭოთა ეპოქაში

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 12 მარტს პროექტის, “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“, მორიგი დისკუსია გაიმართა თემით „გმირის დაბადება და სიკვდილი საბჭოთა ეპოქაში“, რომელსაც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, მედიის და მას. კომუნიკაციის პროფესორმა გიორგი ჩართოლანმა უმასპინძლა. მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს და ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის […]

“ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“ – გმირის დაბადება და სიკვდილი საბჭოთა ეპოქაში

50 - “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“ – გმირის დაბადება და სიკვდილი საბჭოთა ეპოქაში

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 12 მარტს პროექტის “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“ მორიგი დისკუსია გაიმართა თემით „გმირის დაბადება და სიკვდილი საბჭოთა ეპოქაში“, რომელსაც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, მედიისა და მასკომუნიკაციის პროფესორმა გიორგი ჩართოლანმა უმასპინძლა. მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევრების ჩართულობას ითვალისწინებს და ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ […]

The love letter from Ilia Chavchavadze

“I do not know why I am so cheerful today like I have millions in my pocket. Did your book give me that pleasure? Poor billionaires, who have so much money, but such meager feelings. To have both would be too much. Let’s calm ourselves with that and be silent…The impoverished happiness is better than […]

მეტაფორები ქალთა პოეზიაში

IMG 5758 - მეტაფორები ქალთა პოეზიაში

11 მარტს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბართაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, „მეტაფორების სამყაროში“ ციკლის მორიგი შეხვედრა გაიმართა “მეტაფორები ქალთა პოეზიაში”. საღამოს ფილოლოგიის დოქტორმა – ნინო პოპიაშვილმა უმასპინძლა. საუბარი – ქალის როლზე ლიტერატურაში დისკუსიის ფორმატში წარიმართა, თუმცა დისკუსიამ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო და ქალების ცხოვრების ყოფით დილემებსაც შეეხო.

მხატვრობა ბალეტში – სოლიკო ვირსალაძე

IMG 5744 Copy - მხატვრობა ბალეტში - სოლიკო ვირსალაძე

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 10 მარტს, გამოფენების ციკლის “მხატვრობა ბალეტში”, ფარგლებში მხატვრისა და სცენოგრაფის სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ჩანახატები და მუზეუმში დაცული საბალეტო კოსტიუმების ასლები. ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოფენას 31 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.