19 მარტს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩატარდა საჯარო ლექცია „ნეირომრავალფეროვნება და სამუზეუმო სივრცე“.
თემაზე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა გვანცა ჩვამანიამ ისაუბრა და განმარტა ადაპტირებული სამუზეუმო სივრცის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის.
ამასთან, გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებასა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრს შორის. გაერთიანებული ძალებით საინტერესო სიახლეებს შემოგთავაზებთ.