გალაკტიონი და თბილისი – წიგნის პრეზენტაცია

54377015 1051551138371814 3161789150462476288 o - გალაკტიონი და თბილისი - წიგნის პრეზენტაცია

21 მარტს დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ახალი გამოცემა გალაკტიონი და თბილისი“ წარადგინა. გამოცემაში თავმოყრილია პოეტის შემოქმედებით მემკვიდრეობაში დაგროვილი უამრავი ჩანაწერი, მოგონება, თუ განცდა, რომელიც თბილისს უკავშირდება.

„გამოცემით კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, მოგითხროთ პოეზიის მეფისა და თბილისის სიყვარულზე და იმ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც სხვადასხვა ფონდსა და კოლექციებში ინახება“ – თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი – ნინი სანადირაძე.

საღამოს უმასპინძლა ვახტანგ ჯავახაძემ, “მოხეტიალე მთვარის თეატრმა“ კი წარმოადგინა სპექტაკლი-ფანტაზია „ლურჯა ცხენები“, რომელშიც ექსპერიმენტული თეატრალური ხერხით გაცოცხლებულია პოეტების მეფის ბიოგრაფია და ლექსები. რეჟისორი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი.
წიგნი მხატვრულად გააფორმა ნინო ანდრიაშვილმა.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებასთან ერთად, მნიშვნელოვანია თბილისზე არსებული ჩანაწერების კვლევა. შესაბამისად, „გალაკტიონი და თბილისი“, ამ მიმართულებით, ღირებული გამოცემაა.