თბილისის მუზეუმების გაერთიანება დაფუძნებისთანავე აქტიურად მუშაობს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საგამომცემლო მიმართულებებით.
ასევე აქტიურად ახორციელებს ისეთ ინსფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა გაერთიანებაში შემავალი მემორიალური მუზეუმების რეაბილიტაცია და მათი საექსპოზიციო სივრცეების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა.
2017 წლის 27 თებერვალს ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა, რომელიც სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს მიეძღვნა.
ვახტანგ ჭაბუკიანის მუზეუმის საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია მუზეუმების გაერთიანების პირველი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ვახტან ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმის ნაწილობრივ რეაბილიტაციას გულისხმობდა – კერძოდ, მხოლოდ ერთი საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია-რეექსპოზიციას.







