წიგნის პრეზენტაცია – „გალაკტიონის ფოტოამბები“

PHOTO 2026 11 14 19 15 33 1 - წიგნის პრეზენტაცია - „გალაკტიონის ფოტოამბები“
17 ნოემბერს „უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებულ დიდ ადამიანსა და გულუბრყვილო ბავშვს“, „პოეტების მეფესა“ და „მარტოობის ორდენის კავალერს“ – გალაკტიონ ტაბიძეს დაბადებიდან 135 წელი უსრულდება.
2026 წლის 17 ნოემბერს, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი გიწვევთ საიუბილეო ალბომის – “გალაკტიონის ფოტოამბების” პრეზენტაციაზე, რომელიც ფოტოისტორიების სახით კიდევ ერთხელ გააცოცხლებს პოეტის ქაოსურ და გამოწვევებით სავსე ცხოვრებას. ამ ალბომით თქვენ შეხვდებით გალაკტიონსა და მის ეპოქას…
შეხვედრას გაუძღვება მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი, არაერთი მონოგრაფიის, ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიისა და ესეს, პიესებისა და მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოებების ავტორი – როსტომ ჩხეიძე.
ღონისძიების თარიღი: 17 ნოემბერი
მომხსენებელი: როსტომ ჩხეიძე
ჩატარების დრო: 17:00 საათი
დასწრება თავისუფალია
მისამართი: თბილისი; კ.მარჯანიშვილის ქუჩა №4