18 და 19 ნოემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანება გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – „მემკვიდრეობა და ტრადიცია“ (წარსული, აწმყოსა და მომავალში).
მემკვიდრეობა და ტრადიცია უწყვეტი პროცესია, რომელიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს. იგი უზრუნველყოფს კულტურული მეხსიერების შენარჩუნებასა და თაობებისთვის გადაცემას, ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზს, საკუთარი იდენტობის გააზრებასა და ახალი ესთეტიკური ღირებულებების შექმნას.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები, აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევრები, დოქტორანტები და მაგისტრანტები.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
• მუზეოლოგია;
• ხელოვნებათმცოდნეობა;
• ხელოვნების ნიმუშების პრევენცია-კონსერვაცია;
• თეატროლოგია;
• კინომცოდნეობა;
• მუსიკათმცოდნეობა;
• ქორეოლოგია;
• მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურის ჟურნალისტიკა);
• კულტურული ტურიზმი.
• მუზეოლოგია;
• ხელოვნებათმცოდნეობა;
• ხელოვნების ნიმუშების პრევენცია-კონსერვაცია;
• თეატროლოგია;
• კინომცოდნეობა;
• მუსიკათმცოდნეობა;
• ქორეოლოგია;
• მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურის ჟურნალისტიკა);
• კულტურული ტურიზმი.
ღონისძიების ადგილმდებარეობა: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი (ივანე ჯავახიშვილის ქ. №7).
მონაწილეთა რეგისტრაცია: 18 ნოემბერი, 10:30–11:00 საათი.

