17 ნოემბერს, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღია კარის დღის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება შემდეგი აქტივობები:
• მთელი დღის განმავლობაში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ დაათვალიერონ მუზეუმი და გაეცნონ პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას;
• საგანმანათლებლო პროგრამა „წერე დღიური“ – 13:00 საათზე;
• საიუბილეო ალბომის – „გალაკტიონის ფოტოამბების“ პრეზენტაცია. პრეზენტაციას გაუძღვება მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი როსტომ ჩხეიძე – 17:00 საათზე.
დასწრება თავისუფალია.
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი / კ. მარჯანიშვილის ქ. №4

