გოლოვინი…ოპერიდან ოპერამდე

5992160d a046 4998 98e5 07815048ea7d 1 - გოლოვინი...ოპერიდან ოპერამდე

იცით, ვისი ინიციატივა იყო დედაქალაქის მთავარი გამზირისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭება, ან რა ძალისხმევა დასჭირდა ამ იდეის განხორციელებას?

ის თუ იცით, როგორ გამოიყურებოდა ეს გამზირი XIX  საუკუნეში, როცა გოლოვინის სახელს ატარებდა  და როგორი ტრანსფორმაცია განიცადა ქალაქის სხვა უბნებთან და ქუჩებთან ერთად?

ტური ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ–მუზეუმში  დიდი ქართველი კომპოზიტორის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ მოკლე ექსკურსიის შემდეგ რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებს.

საფეხმავლოტურისასმონაწილეები  XIX -XX საუკუნეების თბილისის და რუსთაველის გამზირზე განთავსებული ისტორიული შენობების შესახებ საინტერესო ამბებს მოისმენენ. ამასთან  ერთად, XIX  საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, 60 წლიან შუალედში გამზირის გასწვრივ და სიახლოვეს აგებული 6 თეატრის შესახებ შეიტყობენ: როდის, ვის მიერ და სად აიგო თბილისის პირველი საოპერო თეატრი, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა ევროპელი სტუმრები,  როდის აიგო და რა ერქვა ადრე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრს, როდის აშენდა ოპერის  თეატრი და რომელი ოპერა დაიდგა აქ პირველად, როგორია ამ თეატრის ტრადიცია, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნისაა.

საფეხმავლო ტური ბევრ საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ ქვეყნის და გამზირის ისტორიიდან და დღევანდელ თავისუფლების მოედანზე დასრულდება.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ  ჯგუფურად.

მინიმალური რაოდენობა:  5

მაქსიმალური რაოდენობა: 15

ასაკობრივი ჯგუფი: 13   წლიდან

ხანგრძლივობა: 120  წუთი

პარასკევი: 11:00

ღირებულება: 10 ლარი

ქ.თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10

(+995 32) 2 305 001 551 51 49 42