ვორქშოპი „წიგნის ახალი სიცოცხლე“
ოდესმე რესტავრატორების მიერ ხელნაწერის აღდგენის პროცესს დასწრებიხართ? ის თუ იცით, როგორ უნდა აღადგინოთ წიგნის დაზიანებული ფურცელი ან ყდა ისე, რომ უარესად არ დააზიანოთ?
სწორედ ამ გამოცდილების მიღებას გთავაზობთ ვორქშოპი „წიგნის ახალი სიცოცხლე“. ამასთან ერთად, მონაწილეები გაიგებენ, როგორ მოხდა ინფორმაციის გავრცელების საშუალებების ევოლუცია, როგორ გადავიდა ადამიანი ზეპირსიტყვიერებით შემონახული მეხსიერებიდან დამწერლობაზე, რა ცვლილებები გამოიწვია დამწერლობის შექმნამ და საბოლოოდ როგორ აისახა წიგნის შექმნა ადამიანის განვითარებაზე.
ვორქშოპის მიზანია მონაწილეებში წიგნის მოვლის უნარ–ჩვევების გამომუშავება, წიგნზე ზრუნვისა და მისი მოფრთხილების სურვილის გაღვივება, ხელნაკეთი ნივთების შექმნისადმი ინტერესის აღძვრა, რესტავრაციისა და კონსერვაციის სპეციფიკური პროცესების გაცნობა, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის განვითარება.
ვორქშოპის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეები საკუთარი ხელით, პროფესიონალური მეთოდებითა და მასალებით აღადგენენ დაზიანებულ ფურცლებს.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურად.
მინიმალური რაოდენობა:5
მაქსიმალურირაოდენობა: 20
ასაკობრივი ჯგუფი: 10 წლიდან
ხანგრძლივობა: 90წუთი
პარასკევი: 12:00
ღირებულება: 10 ლარი
ქ.თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7
(+995 32) 2 305 001 551 51 49 42

