საგანამანათლებლო პროგრამა „აღბეჭდილი წამი“
დროის დინება – საკითხი, რომელიც უხსოვარი დროიდან აწუხებს და აფორიაქებს ადამიანს. დროის ფენომენი ერთ–ერთი ყველაზე კომპლექსური და მნიშვნელოვანი იდეაა კაცობრიობის ისტორიაში. მასზე უძველესი დროიდან დღემდე მრავალი ფილოსოფოსი, ხელოვანი, მწერალი თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი ფიქრობდა, საუბრობდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
საგანამანათლებლო პროგრამის მიზანია აჩვენოს, თუ როგორ ცდილობდნენ ადამიანები საუკუნეების განმავლობაში „შეენახათ“ დრო, გაეჩერებინათ წამი და აღებეჭდათ მსოფლიო ისტორიის ესა თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენა.
პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან კაცობრიობის მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევებს და სხვადასხვა ეპოქაში „დროის მუმიფიცირების/აღბეჭდვის“ განსხვავებულ ფორმებს. პროგრამის დასასრულს კი გალაკტიონის ეპოქას გააცოცხლებენ, აღბეჭდავენ მუზეუმში გატარებულ დროს და მათთვის შთამბეჭდავ, კონკრეტულ წამს შეაჩერებენ. გალაკტიონის ცხოვრებიდან ერთ მნიშვნელოვან ამბავს, ასახულს ჩანაწერის, ფოტოს, ვიდეო თუ აუდიო ფორმით შემონახულს, ერთ მთლიანობად შეკრავენ.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად
მაქსიმალურირაოდენობა: 20
ასაკობრივი ჯგუფი: 12 წლიდან
ხანგრძლივობა: 90 წუთი
ოთხშაბათი: 15:00
ღირებულება: 10 ლარი
ქ. თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4
(+995 32) 2 305 001 551 51 49 42

