3 აგვისტოს, 19:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, გაიმართება ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის, დაბადებიდან 155 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებლები: ელდარ გეწაძე (ბარიტონი), ლიანა კალმახელიძე (სოპრანო),მარიკა მაჩიტიძე (სოპრანო), არმაზ დარაშვილი (ტენორი),
გიორგი გოდერძიშვილი (ბანი), თაკო ლებანიძე (სოპრანო).
გიორგი გოდერძიშვილი (ბანი), თაკო ლებანიძე (სოპრანო).
შესრულდება ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“ და „ლატავრა“.
პროგრამაში განსაკუთრებით წარმოჩინდება ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი რომანსი „ახალ აღნაგო სულო“, რომელიც მევიოლინე ქეთი თავშავაძის შესრულებით გაჟღერდება ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის შექმნილ კამერულ-ინსტრუმენტულ ვერსიაში. კონცერტმაისტერები: დარეჯან მახაშვილი და ვიქტორია ჩაპლინსკაია.
კომპოზიტორის შემოქმედებასა და მის ღვაწლზე ისაუბრებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გვანცა ღვინჯილია.
დასწრება თავისუფალია
მისამართი: ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი (დ.ბაქრაძის №10)

