10 ივლისს, 19:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, გაიმართება საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თეა მარიამიძე-დიკეროს ლექცია-კონცერტი – „საფორტეპიანო ინტერპრეტაციის საკითხები მარგარიტ ლონგის, მონიკ დეშოსესა და რუსუდან ხოჯავას მიხედვით“.
ლექცია-კონცერტი მიეძღვნება საფორტეპიანო ხელოვნებისა და მუსიკალური ფილოსოფიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ტექსტის ერთგულებისა და ინდივიდუალური თავისუფლების თანამედროვე გამოწვევებს. მომხსენებელი აუდიტორიას გაუზიარებს სამი უდიდესი პედაგოგის გამოცდილებას, ხოლო ღონისძიების დასასრულს თავად შეასრულებს ფრანგი კომპოზიტორების ნაწარმოებებს.
დასწრება თავისუფალია
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი / დ.ბაქრაძის №10

