თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს მონაწილეთა მიღებას საერთაშორისო კონფერენციაზე – „მემკვიდრეობა და ტრადიცია“ (წარსული აწმყოსა და მომავალში)
მემკვიდრეობა და ტრადიცია უწყვეტი პროცესია, რომელიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს. ის უზრუნველყოფს კულტურული მეხსიერების გადაცემას, ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზს, რაც თაობებს აძლევს საშუალებას, გაიაზრონ საკუთარი იდენტობა და შექმნან ახალი ესთეტიკური ღირებულებები.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს,ასევე, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მოხსენებები მიიღება სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობის თაობაზე,ავტორებს ეცნობათ არაუგვიანეს 2026 წლის 25 ოქტომბრისა.
საკონფერენციო თემა უნდა მოიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ხელოვნებათმცოდნეობა, ხელოვნების ნიმუშების პრევენცია-კონსერვაცია, თეატროლოგია, კინომცოდნეობა, მუსიკათმცოდნეობა, ქორეოლოგია, მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურის ჟურნალისტიკა), კულტურული ტურიზმი.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა:
2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ სარეგისტრაციო განაცხადი
https://forms.gle/3dgbQu1ufyrfPZEV9
პარამეტრები:
თეზისები არ უნდა აღემატებოდეს 400-500 სიტყვას.
ფონტი ქართული ტექსტისთვის – Sylfaen, ინგლისურისთვის – Times New Roman;
ზომა – 11, დაშორება – 1,15.
მოხსენების რეგლამენტი – 10 წთ. კითხვა/პასუხის რეგლამენტი – 10 წუთი.
კომფერენცია ჩატარდება, 2026 წლის 18 და 19 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში (ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №7.)

