საიდუმლო ბარათები

03 - საიდუმლო ბარათები

7 ცალი პროკლამაციით დაწყებული დიდი პროტესტის ამბავი 16 წლის ბიჭებისგან, რომლებიც  შემდგომში ცნობილი ქართველი დისიდენტები გახდნენ. მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და მათი 7 თანაკლასელის ისტორია, რომელიც სკოლის მერხიდან დაიწყო.

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამერაბ კოსტავას მემორიალური მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამასაიდუმლო ბარათებიგორგასლიანისდა მისი 9 წევრის, 9 თანაკლასელის შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც რეპრესიებით ცნობილ საბჭოთა სისტემას დაუპირისპირდნენ.

პროგრამის მონაწილეები მოისმენენ, რა გამოხმაურება მოჰყვა მთელ საბჭოეთში მათ მიერ ჩადენილს; როგორი კონსპირაცია ჰქონდათ შემუშავებული ერთმანეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად; ამას გარდა, ინფორმაციას მიიღებენ კრიფტოგრაფიის შესახებ, რომელიც საიდუმლო დამწერლობას და მისი ამოხსნის მეთოდებს შეისწავლის და  უძველეს კრიფტოგრაფიულ ნიმუშებსაც გაეცნობიანცეზარის ალგორითმს, ატბაშის ანბანს, ანჯანის სახელით ცნობილ ქართულ დაშიფრულ ანბანს, დედაბრულ ანბანს და სხვა ნიმუშებს.

საგანმანათლებლო პროგრამის ბოლოს მონაწილეები შეეცდებიან ამა თუ იმ სახით დაშიფრული ტექსტის ამოხსნას.

გვეწვიეთ, ჩვენთან საინტერესოცაა და სახალისოც.

მონაწილეთა რაოდენობა: 20

ასაკობრივი ჯგუფი: 12 წლიდან.

ხანგრძლივობა: 90 წუთი

ოთხშაბათი, 15:00 საათი.

ღირებულება: 10 ლარი

.თბილისი, . ზანდუკელის ქ. N 1

( +995 32) 2 305 001  551 51 49 42