დროშები გვიამბობენ

გვიამბობენ 1 копия - დროშები გვიამბობენ

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამერაბ კოსტავას მემორიალური  სახლმუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა დროშები გვიამბობენ მოგიყვებათ დროშის ისტორიას, რომელიც ხუთ ათასწლეულს ითვლის. გაგაცნობთ, როგორი იყო პირველი დროშა, საუკუნეების მანძილზე როგორი ტრანფორმაცია განიცადა; როდის გახდა სახელმწიფოს სიმბოლო; რომელია  ყველაზე ძველი სახელმწიფო დროშები; როგორი იყო დავით აღმაშენებლის თუ თამარ მეფის დროშები.

პროგრამის დასასრულს მონაწილეები  216 ქვეყნიდან რიგი სახელმწიფოების დროშების ამოცნობასაც  შეეცდებიან.

გვეწვიეთ და ბევრი საინტერესო შეიტყვეთ დროშების შესახებ.

მონაწილეთა რაოდენობა: 20

ასაკობრივი ჯგუფი: 10 წლიდან.

ხანგრძლივობა: 90 წუთი

ხუთშაბათი, 15:00 საათი.

ღირებულება: 10 ლარი

.თბილისი, . ზანდუკელის ქ. N 1

( +995 32) 2 305 001  551 51 49 42