თბილისის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალური მუზეუმის საგანამანათლებლო პროგრამა „გუტენმერგიდან რემინგტონამდე“ ქართველი დისიდენტების შთამბეჭდავ საქმიანობასთან ერთად საინტერესო ისტორიას მოგითხრობთ გუტენბერგის პირველი საბეჭდი მანქანიდან რემინგტონის მიერ გამოგონებულ საბეჭდ მანქანამდე განვლილ გზაზე.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან პირველი ქართული ბეჭდური წიგნის უძველეს ნიმუშებს; მოისმენენ ამბებს უძველესი ქართული სტამბების შესახებ; აღმოაჩენენ საბეჭდი მანქანის საინტერესო ისტორიას, რომელმაც გამოგონების დღიდან 52-ჯერ განიცადა სხვადასხვა სახეცვლილება; გაიგებენ პირველი დაშიფრული ტექსტების და „ენიგმას“ შესახებაც – პირველი და უძველესი დაშიფრული ტექსტებიდან ვიდრე ნაცისტების მიერ შექმნილ რთულ დასაშიფრ აპარატამდე, რომელსაც ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ.
პროგრამა სახალისო აქტივობით დასრულდება.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად
მონაწილეთა რაოდენობა: 20
ასაკობრივი ჯგუფი: 12 წლიდან.
ხანგრძლივობა: 90 წუთი
სამშაბათი, 15:00 საათი.
ღირებულება: 10 ლარი
ქ.თბილისი, მ. ზანდუკელის ქ. N 1
( +995 32) 2 305 001 551 51 49 42

