არა ზღაპარი

FB ქარდი 1 - არა ზღაპარი
23 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი გეპატიჟებათ გამოფენის გახსნაზე – „არა ზღაპარი“.
გამოფენა შთაგონებულია მუზეუმის უნიკალური კოლექციითა და მისი დამფუძნებლის, ქართველი პედაგოგისა და საბავშვო მწერლის – თინათინ თუმანიშვილის ხელნაწერი ტექსტით „არა ზღაპარი“.
„იყო და რა იყო… იყო ერთი სამეფო-სათინათინო. ამ სამეფოში ცხოვრობდა მოთინათინე დედოფალი. მას ეწვეოდნენ სტუმრები. ზოგი წუთით, ზოგი კი – მრავალი წლით. ერთხელ, ერთ სტუმრის დანახვაზე დედოფალი ათინათინდა. და… დასთინათინებდა მას…“ – თ. თუმანიშვილი
გამოფენაზე წარმოდგენილია 1940–1960-იან წლებში შექმნილი ქართული საავტორო თოჯინები – „პირიმზისა“, „პირიმთვარისა“, „თინათინი“, „ტასო“, „ქეთევანი“ და „პიანისტი ელისო“, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თოჯინები, რომლებიც მრავალფეროვან კულტურულ მეხსიერებას აერთიანებს ერთ სივრცეში.
გამოფენა ეხმიანება 2026 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემას – „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ – და დამთვალიერებელს სთავაზობს მოგზაურობას სამყაროში, სადაც ქართული ტრადიცია და მსოფლიო კულტურა ჰარმონიულად თანაარსებობს.
დასწრება თავისუფალია
მისამართი: ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, ი. ჯავახიშვილის ქუჩა №7