ღამე მუზეუმში

FB ქარდი 2 scaled - ღამე მუზეუმში
„მუზეუმების გაერთიანება“, ქ.თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი უერთდება მუზეუმის საერთაშორსო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას – ,,ღამე მუზეუმში”. ღონისძიების ფარგლებში, 20:00 საათიდან 24:00 საათამდე ღია იქნება საგამოფენო სივრცეები, გაიმართება ანსამბლ „მარგალიტის“ კონცერტი, ინტერაქციული ექსკურსიები საათში ერთხელ და შემეცნებით-გასართობი აქტივობები ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.
ყოველწლიურად, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს, რომელიც ხაზს უსვამს მუზეუმების ტრანსფორმაციულ როლს საზოგადოებაში. მუზეუმის დღის 2026 წლის თემაა „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მუზეუმებს იმოქმედონ კულტურულ, სოციალურ და გეოპოლიტიკურ სივრცეებს შორის დამაკავშირებელ ხიდებად, ხელი შეუწყონ დიალოგს, ურთიერთგაგებას, ინკლუზიურობასა და მშვიდობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მისამართი – ქ.თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, ი.ჯავახიშვილის ქუჩა №7
დასწრება თავისუფალია