3 GEO 18.05.20206 2 1 -
18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით, თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებში, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ყოველდღე, ფიქსირებულ დროს (ერთსაათიანი ინტერვალით), ჩატარდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები, ტურები და თამაშები.
ყოველწლიურად, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს, რომელიც ხაზს უსვამს მუზეუმების ტრანსფორმაციულ როლს საზოგადოებაში. მუზეუმის დღის 2026 წლის თემაა „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მუზეუმებს იმოქმედონ კულტურულ, სოციალურ და გეოპოლიტიკურ სივრცეებს შორის დამაკავშირებელ ხიდებად, ხელი შეუწყონ დიალოგს, ურთიერთგაგებას, ინკლუზიურობასა და მშვიდობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მუზეუმის საერთაშორისო დღის 2026 წლის თემა თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების (SDGs) სამ მიზანთან:
•⁠ ⁠მიზანი 10: მუზეუმები ხელს უწყობენ უთანასწორობის შემცირებას კულტურასა და ცოდნაზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;
•⁠ ⁠მიზანი 16: დიალოგისა და ურთიერთგაგების წახალისებით, მუზეუმები მხარს უჭერენ მშვიდობიან და ინკლუზიურ საზოგადოებებს;
•⁠ ⁠მიზანი 17: პარტნიორობისა და თანამშრომლობის გზით მუზეუმები აძლიერებენ გლობალურ თანამშრომლობას მდგრადი განვითარებისათვის.
18.05.20206 ღია კარის დღე 2 1 -
19 .05.20206 1 -
20 .05.20206 1 -
21 .05.20206 1 -
22 .05.20206 1 -
23 .05.20206 2 -
24 .05.20206 1 -25 .05.20206 1 -