2023 წლის 27 ნოემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანებასა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ჩაერთვებიან თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროცესებში და ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში სხვადადასხვა პროექტს განახორციელებენ.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, დირექტორის პირველ მოადგილეს, ნიკოლოზ კვეზერელსა და სამსახურის თანამშრომლებს – თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში უმაპსინძლა და ის მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები გააცნო, რომელიც ეპოქალურ მუზეუემს და ისტორიულ კონტექსტს უკავშირდება.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ.