თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ქართული წარმომავლობის გრეგორი ჯონ ზაქაროვმა მამის დატოვებული ვერცხლის ქამარი საჩუქრად გადასცა.
გრეგორი ჯონ ზაქაროვი საქართველოს ოჯახთან ერთად ეწვია, ისტორიული ფაქტებისა და საარქივო მასალების დასაზუტებლად. მამის დატოვებული საბუთებით ცნობილია, რომ შალვა გიგოლაშვილი დაიბადა გორის რაიონში, სექტემბრის თვეში 1903-06 წლებში. ობლად დარჩენილი მოზარდი დღევანდელი უნივერსიტეტის ტერიტორიასთან, ვარაზის ხევის მიდამოებში დაბანაკებულ ინგლისელების სამხედრო ნაწილს ცხენების მოვლაში ეხმარებოდა.
ასევე ცნობილია, რომ როდესაც სამხედრო დანაყოფი „ჩანაქქალეს“ ბრძოლაში მონაწილეობისთვის საქართველოდან გაემგზავრა, მათ თან გაჰყვა შალვა გიგოლაშვილიც; მოგვიანებით, როდესაც დამარცხების შემდეგ ინგლისის საჯარისო დანაყოფი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა, შალვაც კონსტანტინოპოლში, ბელგიის საელჩოში, 1919 წელს გაცემული მოწმობითა და ქართული გვარით გაემგზავრა ლონდონში.
1922 წელს შალვა გიგოლაშვილი გაემგზავრა ავსტრალიაში, შემდეგ კი ზაქაროვის გვარით გააგრძელა ემიგრაციაში ყოფნა. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა სიდნეიში, მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად. შალვა გიგოლაშვილ – ზაქაროვი საქართველოში 1981 წელს ჩამოვიდა საარქივო დოკუმენტებისა და ნათესავების მოსაძებნად.
გრეგორ ჯონ ზაქაროვმა მამის კუთვნილი ვერცხლის ქამარი, ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმს საკუთრებაში გადასცა.