ილიასეული „ხუთშაბათობების“ განახლებული ტრადიცია ერთი წლისაა

750 5930 scaled - ილიასეული „ხუთშაბათობების“ განახლებული ტრადიცია ერთი წლისაა

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ უკვე ერთი წელია რაც ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ტრადიცია – ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში აღადგინა. სწორედ ამ ფორმატში, 27 ივლისს, ილიას წერილების საჯაროდ კითხვა გაიმართა.

ამონარიდები ილიას პუბლიცისტური და პირადი წერილებიდან პოეტებმა: ნინია სადღობელაშვილმა და მარიამ წიკლაურმა გააცვნეს დამსწრე აუდიტორიას.

,,ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქის მნიშვნელობის წარმოჩენას საქართველოს  ისტორიის კონტექსტში.

ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმია, ილია 1889-1901 წლებში ცხოვრობდა.  ამ სახლს უკავშირდება მისი საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები, აქვე  განთავსებული იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა, ამ სახლში საფუძველი ჩაეყარა არა ერთ ეროვნულ – სახელმწიფოებრივ და კულტურულ წამოწყებას, აქვე იმართებოდა ტრადიციული „ხუთშაბათობები“.