თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმს მხატვარმა ნინო ჩაკვეტაძემ ნამუშევრები გადასცა

750 5527 scaled - თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმს მხატვარმა ნინო ჩაკვეტაძემ ნამუშევრები გადასცა

მხატვარმა – ნინო ჩაკვეტაძემ თბილისის მუზეუმების გაერთიანება – სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმს საკუთარი ნამუშევრები გადასცა.  საბავშო თემატიკაზე შესრულებული 2 სურათი სპეციალურად თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმისთვის შეიქმნა და იმ საბავშვო სულისკვეთებას, გულწრფელობასა და სიხარულს გამოხატავს, რომელიც მუზეუმის გახსნის შემდეგ ყველა მოსულ დამთვალიერებელს დაეუფლება.

ნინო ჩაკვეტაძემ თბილისის მუზეუმების გაერთიანება – სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმს ასევე მის პირად კოლექციაში არსებული 8 თოჯინა და 2 სუვენირულ სანათი გადასცა. იგი მუზეუმის შემომწირველთა სიაში საპატიო ადგილს იკავებს, რადგან რამდენიმე წლის წინ მან მუზეუმს ასევე საჩუქრად გადასცა კორეული თოჯინა „ზაიდა“ და ორი მინიატურული გერმანული თოჯინა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი – თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგენელი სტრუქტურული ნაწილია,  ამ ეტაპზე მუზეუმი დაკეტილია და მიმდინარეობს რეექსპოზიციის პროცესი.