პოლინდრომის სამყაროში

სამყაროში 1 - პოლინდრომის სამყაროში

თავდაყირა თუ გიცდიათ სიარული და სამყაროს განსხვავებულად აღქმა?

“Sator Arepo Tenet Opera Rotas” – ცნობილ პირველ პოლინდრომს ქალაქ პომპეისთან მივყავართ, 79  წლით დათარიღებული სატორის კვადრატი სწორედ ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად გამქრალი ქალაქის ნანგრევებში აღმოაჩინეს…

პოეზიის გარდა  კიდევ სად გვხვდება პოლინდრომი?
ის, შესაძლებელია, ყოველდღიურ ცხოვრებაშია, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ…

ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამა „გასწავლით“ როგორ „გამოიცნოთ“ პოლინდრომი.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „პოლინდრომის სამყაროში“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

✥ ქართველი პოეტების პოლინდრომულ ლექსებსა და ფრაზებს;
✥ მსოფლიო პოლინდრომულ არქიტექტურულ, მხატვრულ, მუსიკალურ შედევრებს;
✥ პროგრამის ბოლოს თავად შექმნიან პოლინდრომულ მათემატიკურ, პოეტურ და არქიტექტურულ ნიმუშებს.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 10 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ხუთშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4
◈ 577 27 00 45 | 577 11 06 11 | (+995 32) 2 305 001