II საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველო და XX საუკუნე“ – მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

26 - II საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველო და XX საუკუნე“ - მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
დღეს თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ II საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველო და XX საუკუნე“ – მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
 
6 და 7 დეკემბერს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ II საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო და XX საუკუნე“ – გამართა.
 
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო და XX საუკუნე“ მოიცავდა რეალური ფაქტებისა და ისტორიული დოკუმენტების ანალიზს.
მომხსენებლებმა ისაუბრეს გასული საუკუნის, ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში, ზოგადად, ეპოქისა და კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედების შესახებ.
 
კონფერენცია მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტის ნაწილია და სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას მოიცავს. კვლევის ამოცანაა წარმოაჩინოს არტისტის, ეპოქის, მოვლენისა და გარემოს სხვადასხვა კონტექსტები, პარალელური კულტურული პროცესები.
 
I საერთაშორისო კონფერენციას „ქართული კულტურა და მეოცე საუკუნე“ თბილისის მუზეუმების გაერთიანება 2019 წლის 19 და 20 სექტემბერს მასპინძლობდა.
 
მონაწილეებს სერტიფიკატები თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ, გადასცა.