ლიტერატურული ხუთშაბათობა – ილიას სახლში
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავძის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა ლიტერატურული ტრადიციების მოყვარულებსა და მუზეუმის სტუმრებს ახალ სამუზეუმო ლიტერატურულ თამაშზე უმასპინძლა. ილიასეული “ხუთშაბათობის” ტრადიცია მუზეუმში წლების მანძილზე უცვლელად ტარდებოდა, “ყოველ კვირა, ხუთშაბათობით, ილიასთან იკრიბებოდნენ არა თუ მარტო რედაქციის წევრები, – მთელი ჩვენი დამსახურებული მწერლები, აგრეთვე, ინტელიგენცია… შეიქმნებოდა სჯა-ბაასი, კამათი, პაექრობა. ილია მძლავრი იყო ლაპარაკში… ბოლოს საკითხები […]
“თოჯინების ისტორია” წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გამართულ საბავშვო ღონისძიებას საგანმანათლებლო პროგრამით – „თოჯინების ისტორია“ შეუერთდა. ღონისძიების სტუმრებმა მოისმინეს თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის იტორია და თოჯინური ხელოვნების ისტორია, დაათვალიერეს თოჯინებისა და სათამაშოებს არტეფაქტები ანტიკური პერიოდიდან დღემდე, დაამზადეს ტრადიციული ქართული დედოფალები, სახელები მოუფიქრეს და შემდეგ პერსონაჟებად აქციეს. ღონისძიებას შეუერთდა თიბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ერთ […]
“წერილები წარსულიდან”- ახალი გამოცემა წიგნის ფესტივალზე
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ახალი გამოცემა “წერილები წარსულიდან” წარადგინა. „წერილები წარსულიდან“ – სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში დაცული მასალების ერთობლიობაა. გამოცემაში გამოყენებულია საარქივო მასალები და საზოგადო მოღვაწეთა დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები საქართველოს უახლესი წარსულიდან. გამოცემაში წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის, ოლღა გურამიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, მარჯორი უორდროპის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას, მელიტონ ბალანჩივაძის, […]
“ქართული კულტურა და XX საუკუნე”-კვლევითი პროექტი
“ქართული კულტურა და XX საუკუნე” მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტია და სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტის შედეგად უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი. თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მისია, ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. მეოცე […]
მერაბ კოსტავა-80
გისურვებთ სულ მალე თქვენი საყვარელი საქართველოს სრულ დამოუკიდებლობას“ 1989წ. მერაბ კოსტავა. 26 მაისს, საქართველოს ეროვნულ გმირსა და ერნოვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს – მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. იგი 1939 წლის 26 მაისს დაიბადა და მის სახელს უკავშირდება თავისუფლების იდეა და მისთვის ბრძოლა. თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა სხვადასხვა ტიპის აქტივობით უმასპინძლა ღონისძიებას. დღის […]
მუზეუმის საერთაშორისო დღე-“ლიტერატურული ხუთშაბათობა”
22 მაისს, თბილისის მერიის მუზუემების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „ლიტერატურული ხუთშაბათობა“ გაიმართა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ – მუზეუმის კურატორმა – მზია ნადირაძემ, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა – ნინი სანადირაძემ, მწერლებმა – ნინია სადღობელაშვილმა, ზვიად კვარაცხელიამ, პოეტებმა- კატო ჯავახიშვილმა, სოსო მეშველიანმა, ეკა კვიციანმა და მთარგმნელმა […]
მუზეუმის საეთაშორისო დღე-“წერილები წარსულიდან”
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ახალი გამოცემა „წერილები წარსულიდან“ წარადგინა. გამოცემაში გამოყენებულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში დაცული საარქივო მასალები და დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები საქართველოს უახლესი წარსულიდან, რაც ჩვენი წვლილია ქვეყნის კულტურულ პოლიტიკაში, ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. წიგნი მხატვრულად გააფორმა ნინო ანდრიაშვილმა. […]
წერილები წარსულიდან
უნდა ვაღიაროთ, რომ უცხო ადამიანების პირადი წერილები, უბის წიგნაკის ჩანაწერები, ჩანახატები თუ მინაწერები ფრიად ამაღელვებელია და თუ ისინი ამ ადამიანების ცხოვრებისეული ფაქტების ამსახველია და არა ჭორი, მაშინ გულგრილად დარჩენა შეუძლებელია. დღეს, ინტერნეტისა და მობილური კავშირის ეპოქაში, ეპისტოლარული ჟანრი თითქმის აღარ არსებობს, მაგრამ უცებ თუ გაგიჩნდებათ სურვილი ვინმესთვის წერილის მიწერისა ამის სწავლის საშუალებას მოგცემთ ილია, გალაკტიონი, […]
მუზეუმის საერთაშორისო დღე-“ძველი ვალსი”
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი მუსიკალური გამოფენა – პერფომანსით “ძველი ვალსი” შეუერთდა. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება მირცათ დაათვალიერებინათ მუზეუმის ფონდში დაცული იშვიათი ვინილები და მოესმინათ ვახტანგ ჭაბუკიანის საყვარელი მელოდიებისთვის. თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, 18-25 მაისს, სხვადასხვა ღონისძიებებით, პრეზენტაციებითა და „მუზეუმის ღამის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით უერთდება. მუზეუმის საერთაშორისო […]
ქართული კულტურა და XX საუკუნე-აპოლონ მუსატეგი(ვსაუბრობთ ბალანჩინზე)
პროექტის „ქართული კულტურა და XX საუკუნე“, მორიგი სამშაბათის დისკუსიის თემა გახლდათ “აპოლონ მუსაგეტი” (ვსაუბრობთ ბალანჩინზე). დისკუსიას ჟურნალისტმა ილია თავბერიძემ უმასპინძლა . მან ისაუბრა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბალანჩინის მემკვიდრეობის გააზრება მეოცე საუკუნისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის უკეთ გაგებისათვის; რა გზა გაიარა საბალეტო ხელოვნებამ პეტიპადან ბალანჩინამდე და ბალანჩინიდან დღემდე. „ქართული კულტურა და XX საუკუნე“ კვლევითი პროექტია, რომლის […]
