აფხაზეთი – მეხსიერების მუზეუმი

2 1 1 - აფხაზეთი - მეხსიერების მუზეუმი

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, 27 სექტემბრისადმი მიძღვნილი შეხვედრა „აფხაზეთი – მეხსიერების მუზეუმი“ გაიმართა.

აფხაზეთი და სოხუმი ჩვენი სამშობლოა, უფრო მეტია, ვიდრე რუკაზე მონიშნული ტერიტორია და საგზაო მანიშნებლები საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე მგზავრობისას, რომლებიც დასავლეთ საქართველოსკენ, სოხუმისკენ მიგვითითებენ.
სოხუმი თითეული ადამიანისთვის ინდივიდუალური ამბავია, ვისთვის მითია, ვისთვის ტკივილი, ვისთვის ისტორია და ვისთვის უწყვეტობა.
მოწვეულმა სტუმრებმა და მონაწილეებმა – ბექა ქურხულმა, ლილი და ნანა ხურითებმა, მანონ ბულისკერიამ, ქეთი დუმბაძემ, ირაკლი შამათავამ, შორენა ლებანიძემ, ბესო სოლომანაშვილმა და სხვებმა თავიანთი წილი აფხაზეთი გაიხსენეს. მათ აფხაზეთთან საკუთარი წარსული, ცხოვრების უდიდესი ნაწილი აკავშირებთ. აფხაზეთი მათ შემოქმედებაში მთავარი თემაა.