გალაკტიონი და თბილისი

G 03 2 - გალაკტიონი და თბილისი

გალაკტიონის თბილისისადმი სიყვარულზე დიდხანს შეგვიძლება ვილაპარაკოთ. მის შემოქმედებაში ამ ქალაქს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

… შემდეგ არაა არსად ახალი,

ცა-ოკეანე, მთვარე-ნაფოტი,

თბილისი არის ჩემთვის მაღალი

გილიოტინა და ეშაფოტი…

თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოცემაში “გალაკტიონი და თბილისი” წარმოდგენილია პოეტის შემოქმედებით მემკვიდრეობაში დაგროვილი უამრავი ჩანაწერი, მოგონება, თუ განცდა, რომელიც თბილისს უკავშირდება.

გამოცემა მოგვითხრობს გალაკტიონ ტაბიძისა და თბილისის სიყვარულზე და იმ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც სხვადასხვა ფონდსა და კოლექციებში ინახება.

წიგნში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები, ასევე გალაკტიონის მიერ შესრულებული ჩანახატები დაცულია თბილისის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.მხატვარ-დიზაინერი: ნინო ანდრიაშვილი

ფოტო: მირიან კილაძე

გამომცემლობა: შ.პ.ს. „სეზანი“

ღირებულება: 29 ლარი