ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გიორგი გიგაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმში 5 ნოემბერს გიორგი გიგაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა. საღამოზე შესრულდა ევროპელი და არგენტინელი კომპოზიტორების საფორტეპიანო ნაწარმოებები: ▪ შოპენი – 2 ნოქტიურნი; ▪ შოპენი – პოლონეზი; ▪ ლისტი – ეტიუდი „მაზეპა“; ▪ ბეთჰოვენის სონატა N 30; ▪ პროკოფიევი – სონატა N 7; ▪ გინასტერა – „3 არგენტინული ცეკვა“. […]
III საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ 2019 წლის 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, უმასპინძლა III საერთაშორისო კონფერენციას – „სემიტოლოგიური ძიებანი“. კონფერენცია, 22 ოქტომბერს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის […]
ვახტანგ ფალიაშვილი -100
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 8 ოქტომბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის, დირიჟორის ვახტანგ ფალიაშვილის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიამართა. ვახტანგ ფალიაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული მუსიკალური კულტურისა და ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედების გავრცელებასა და პოპულარიზაციაში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ვახტანგ ფალიაშვილის სახელთანაა დაკავშირებული ზაქარია ფალიაშვილის ოპერების „დაისისა“ და „აბესალომ […]
აფხაზეთი – მეხსიერების მუზეუმი
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, 27 სექტემბრისადმი მიძღვნილი შეხვედრა „აფხაზეთი – მეხსიერების მუზეუმი“ გაიმართა. აფხაზეთი და სოხუმი ჩვენი სამშობლოა, უფრო მეტია, ვიდრე რუკაზე მონიშნული ტერიტორია და საგზაო მანიშნებლები საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე მგზავრობისას, რომლებიც დასავლეთ საქართველოსკენ, სოხუმისკენ მიგვითითებენ. სოხუმი თითეული ადამიანისთვის ინდივიდუალური ამბავია, ვისთვის მითია, ვისთვის ტკივილი, ვისთვის ისტორია და ვისთვის უწყვეტობა. მოწვეულმა […]
„საქართველო და XX საუკუნე“ – პირველი საერთაშორისო კონფერენცია
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ 19-20 სექტემბერს, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ნაძალადევის მედიათეკაში პირველ საერთაშორისო კონფერენციას „საქართველო და XX საუკუნე“ უმასპინძლა. კონფერენცია რეალური ფაქტებისა და ისტორიული დოკუმენტების ანალიზს ეფუძნება და მისი მიზანია, წარმოაჩინოს მეოცე საუკუნის კულტურა და ხელოვნება განსხვავებული სახელებითა და ფაქტებით, ეპოქისა და გარემოს სხვადასხვა კონტექსტებში და იკვლიოს პარალელური კულტურული პროცესები. „კონფერენციის იდეა საჯარო გაერთიანების ორ […]
საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო და XX საუკუნე“
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება 19 და 20 სექტემბერს, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ნაძალადევის მედიათეკაში მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველო და XX საუკუნე“. კონფერენციის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს მეოცე საუკუნის კულტურა და ხელოვნება განსხვავებული სახელებითა და ფაქტებით, ეპოქისა და გარემოს სხვადასხვა კონტექსტებში და იკვლიოს პარალელური კულტურული პროცესები. კონფერენცია მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტის ნაწილია და სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას […]
ალზასური თოჯინა
მორიგი საჩუქარი თბილისის მუზეუმების გაერთიანება – თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმს . თოჯინა ალზასიდან, რეგიონალური სამოსით – საქართველოს დიდი მეგობრისა და გულშემატკივარის მარი მადლენ ბარტის საჩუქარია. ქალბატონმა სოფიკო ჯერვალიძემ აღასრულა მარი მადლენ ბარტის სურვილი და თოჯინა თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების ფონდს საჩუქრად გადმოსცა. მარი მადლენ ბარტი საქართველოს მრავალჯერ ესტუმრა და ქვეყნის ყველა კუთხე მოიარა. საქართველოზე შეყვარებულმა ქალბატონმა […]
საგანამანათლებლო პროგრამები მუზეუმს გარეთ
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება სხვადასხვა საგანამანთლებლო პროგრამებით მეორე წელია სტუმრობს კაჭრეთის კინოხელვნების ბანაკს. ბანაკის მონაწილეებს გასვლითი ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა თემატური თუ სახალისო პროგრამები უტარდებათ. მუზეუმების გაერთიანების პედაგოგ-გიდებამა: ლილიკო ბაკურაძემ, გვანცა გელაშვილმა, მიხეილ ჭელიძემ, ელენე ტატიშვილმა, მარიამ გაბისონიამ და მალხაზ რაზმაძემ საინტერესო, შემეცნებით და მხაირულ აქტივობებში ჩართეს ბანაკის მონაწილეები. წლევანდელი გასვლითი ღონისძიებების ფარგლებში კაჭრეთის კინოხელოვნების ბანაკში […]
საჩუქრები თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმს
სამუზეუმო ფონდებისა და კოლექციების გასამდიდრებლად თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი საჩუქრებს სხვადასხვა მეთოჯინებისა და მუზეუმის მეგობრებისგან ხშირად იღებს. 2016 წლიდან მუზეუმს არაერთი უნიკალური და საკოლექციო ნამუშევარი შეემატა. მათ შორისაა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში ბატონი ტოშიო კაიტანისა და ქალბატონი ჰარუე კაიტანის საჩუქარი ჰინა-ნინგიოს თოჯინა, მეთოჯინე ბაჩო ცანავას ნამუშევარი “არლეკინი”, მეთოჯინე ელენე წითლანაძის დედოფალა „ნანა“, […]
ლიტერატურული „ხუთშაბათობა“ ილიას სახლში
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავძის ლიტერატურულ-მემორიალურმა მუზეუმმა ლიტერატურული ტრადიციების მოყვარულებსა და მუზეუმის სტუმრებს ახალ სამუზეუმო ლიტერატურულ თამაშში სამონაწილეოდ უმასპინძლა. ილიასეული “ხუთშაბათობის” ტრადიცია მუზეუმში წლების მანძილზე უცვლელად ტარდებოდა, “ყოველ კვირა, ხუთშაბათობით, ილიასთან იკრიბებოდნენ არა თუ მარტო რედაქციის წევრები, მთელი ჩვენი დამსახურებული მწერლები, აგრეთვე, ინტელიგენცია… შეიქმნებოდა სჯა-ბაასი, კამათი, პაექრობა. ილია მძლავრი იყო ლაპარაკში… ბოლოს საკითხები თავს […]
