თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის ისტორია

tojinebi - თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის ისტორია

„ეს ორი პატარა ოთახი, სადაც ვნახე რამოდენიმე შესანიშნავი თოჯინა, ბევრს სიხარულს იძლევა. ჩვენი პატარა მუზეუმი  უეჭველად ძალიან დიდი საქმეა. აქ არის დაწყებული დიდად საინტერესო საქმე, მას აქვს პერსპექტივა და მე მინდა ვუსურვო  ამ მხატვრული ამბის დამწყებს შესანიშნავი მომავალი, ჯერჯერობით კი სიხარულით ვულოცავ ამ საქმის დაწყებას“ . რაც უფრო მეტს შლი წიგნს და ტექსტებს მიუყვები, მით უფრო გინდება მუზეუმის ყველა ექსპონატი ცოცხლად ნახო და ბავშვებთან ერთად ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა.

წიგნში წარმოდგენილია თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში დაცული ექსპონატები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოძიებული და შეკრებილი ძველი ქართული თამაშები, სათამაშოები და ისეთი ფაქტები, რომელიც უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. გამოცემაში წარმოდგენილი ექსპონატები და ფოტოები დაცულია თბილისის მუზეუმების გაერთიანება – სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში. წიგნი, უნიკალური გამოცემაა. მასში თავმოყრილია მუზეუმში დაცული ექსპონატები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოძიებული და შეკრებილი ძველი ქართული თამაშები, სათამაშოები და ისეთი ფაქტები, რომელიც უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. წიგნი ორენოვანია და ფერადი ილუსტრაციებით წარმოდგენილია და ეძღვნება თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს.

მხატვარ-დიზაინერი: ნინო ანდრიაშვილი

ფოტოგრაფი: მირიან კილაძე

გამომცემლობა: შ.პ.ს. „სეზანი“

ღირებულება: 80 ლარი