„რასაკვირველია, თვითონ არ იცოდა, ამდენი თუ შეეძლო, არც მისმა ახლობლებმა იცოდნენ, არავინ არ იცოდა. საქართველოში ბნელოდა. გაუვალი წყვდიადი იდგა მყარად.. მას უჭირდა ამ სიბნელეში ცხოვრება. ეშინოდა ამ სიბნელისა და, ჩამონგრეულ გვირაბში მოყოლილი კაცივით ყველა ღონეს ხმარობდა სამზეოზე ამოსასვლელად“, – წერდა დიდი ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე.
გამოცემა – ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება და შემოქმედება – თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორენოვანი გამოცემაა, რომლის წინასიტყვაობა ოთარ ჭილაძის მნიშვნელობანი ესეთია გაფორმებული. წიგნში შესულია თამარ შარაბიძის კვლევითი ნაშრომი ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი წერილები თუ ხელნაწერები.
გამოცემა ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიასთან ერთად, მოიცავს ამბებს, პოეტის პირადი ცხოვრებიდან, მისი აქტიური მონაწილეობის ამსახველ ფაქტებს იმდროინდელ საზოგადოებრივ საქმიანობაში, მუზეუმის ექსპონატთა და ხელნაწერთა ფოტოებს.
წიგნი აერთიანებს ამბავს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის შესახებ, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში – კალა-უბანში მდებარეობს და 2026 წლიდან თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია.
წიგნში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები, ასევე ბარათაშვილის მიერ შესრულებული ჩანახატები დაცულია თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში. გამოცემაში წარმოდგენილი ხელნაწერები და ფოტოები დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნულ არქივში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.
მხატვარ-დიზაინერი: ნინო ანდრიაშვილი
გამომცემლობა: შ.პ.ს. „სეზანი“
ღირებულება: 8 ლარი