ქართული ხუთჯვრიანი დროშა უძველესია დანიის დროშის „დანებროგი“-ს შემდეგ. „ეს დამტკიცებულია მსოფლიო ჰერალდიკის საბჭოს მიერ“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, ელდარ შენგელაიას ეკუთვნის, რომელიც საბჭოს 2004 წელს ხელმძღვანელობდა და რომელიც პირადად გაემგზავრა საფრანgეთში, პარიზში, სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის კარტოგრაფიულ განყოფილებაში ორი პორტულანი, ანუ საგზაო რუკა ნახა ზედ დატანილი ხუთჯვრიანი დროშებით საქართველოს აღმნიშვნელად.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ–მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა „დროშები გვიამბობენ“ მოგიყვებათ დროშის ისტორიას, რომელიც ხუთ ათასწლეულს ითვლის. გაგაცნობთ, როგორი იყო პირველი დროშა, საუკუნეების მანძილზე როგორი ტრანფორმაცია განიცადა; როდის გახდა სახელმწიფოს სიმბოლო; რომელია ყველაზე ძველი სახელმწიფო დროშები; როგორი იყო დავით აღმაშენებლის თუ თამარ მეფის დროშები.
პროგრამის დასასრულს მონაწილეები 216 ქვეყნიდან რიგი სახელმწიფოების დროშების ამოცნობასაც შეეცდებიან.
გვეწვიეთ და ბევრი საინტერესო შეიტყვეთ დროშების შესახებ.
მონაწილეთა რაოდენობა: 20
ასაკობრივი ჯგუფი: 10 წლიდან
ხანგრძლივობა: 90 წუთი
სამშაბათი, 15:00 საათი
ღირებულება: 10 ლარი
ქ.თბილისი, მ. ზანდუკელის ქ. N 1
(+995 32) 2 305 001 551 51 49 42

