„ეთერ გუგუშვილი – ერთი საუკუნე“

17 მარტი - „ეთერ გუგუშვილი - ერთი საუკუნე“
17 მარტს, 19:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, გაიმართება ღონისძიება – „ეთერ გუგუშვილი – ერთი საუკუნე“.
საღამოს გაუძღვება მსახიობი, რუსუდან ბოლქვაძე.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ეთერ გუგუშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი, 1973-2005 წლებში ინსტიტუტის რექტორი. მან, 1970-იანი წლების დასაწყისში ინსტიტუტის სასცენო მოძრაობის კათედრის ხელმძღვანელად, ვახტანგ ჭაბუკიანი მიიწვია.
მისი ავტორობით გამოიცა წიგნები და ბროშურები, მათ შორის 1990 წელს – „ვახტანგ ჭაბუკიანი“ (თბილისი).
1995 წელს, ეთერ გუგუშვილის ინიციატივით დაარსდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საერთაშორისო ცენტრი, რომლის პრეზიდენტიც თავად იყო. ცენტრმა ხელი შეუწყო მემორიალური სახლ-მუზეუმის გახსნას და ჭაბუკიანის სახელის უკვდავყოფას.
ეთერ გუგუშვილი აქტიურად ჩაერთო მუზეუმის სარემონტო სამუშაოებსა და ექსპოზიციის მოწყობაში, 1999 წელს დაინიშნა მემორიალური სახლ-მუზეუმის დირექტორად, ხოლო 2000 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მუზეუმის „საპატიო დირექტორი“.
დასწრება თავისუფალია.
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი
დავით აღმაშენებლის გამზ. №83/23