„ძველი აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“

ინსტაგრამ სთორი копия - „ძველი აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“

27თებერვალს, კოტე წერეთლის გარდაცვალების დღეს, ღია კარის დღის ფარგლებში, ორ სესიად – 13:00 და 16:00 საათებზე – ჩატარდება ღონისძიება სახელწოდებით „ძველი აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“.

ღონისძიება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

•მუზეუმში გამართულ ექსკურსიას, სადაც წარმოდგენილია კოტე წერეთლის ცხოვრება და სამეცნიერო მემკვიდრეობა;
•საგანმანათლებლო პროგრამის „აღმოსავლური ცივილიზაციების კვალდაკვალ“ ადაპტირებულ ვერსიას, რომელიც მონაწილეებს აცნობს ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციებსა და დამწერლობის წარმოშობას;
•დასკვნით პრაქტიკულ აქტივობას, რომლის ფარგლებში მონაწილეები ლურსმული დამწერლობის სტილიზებული ნიშნებით წერენ საკუთარ სახელს, გვარს ან მოკლე ტექსტს.

დასწრება თავისუფალია!

 

მისამართი: კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი/ დ.უზნაძის ქუჩა №2