„ქართული წიგნის ხელოვნება“

2 - „ქართული წიგნის ხელოვნება“

19 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიასეული „ხუთშაბათობის“ ფარგლებში, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, მარიამ გაჩეჩილაძის, საჯარო ლექცია – „ქართული წიგნის ხელოვნება“.

ლექციაზე განხილული იქნება წიგნის როლი კაცობრიობის, და განსაკუთრებით საქართველოს, კულტურულ ისტორიაში. წარმოჩინდება წიგნი, როგორც მხატვრული ორგანიზმი – მისი სტრუქტურა, ფორმირება და ვიზუალური სახის ჩამოყალიბების პროცესი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ილუსტრაციის როლს ნაწარმოების აღქმასა და სიღრმისეულ გააზრებაში. მიმოხილული იქნება ბეჭდური წიგნის დაარსებისა და მისი მხატვრული გაფორმების ისტორია საქართველოში, გამოიკვეთება საეტაპო მნიშვნელობის ილუსტრირებული გამოცემები.

დროებით საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი გამოფენის „ილიას სიტყვის სახე“ საფუძველზე წარმოჩნდება მონაწილე მხატვართა მიერ შეტანილი წვლილი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებთა სიღრმისეულ გააზრებაში.

19თებერვალი, 18:00 საათი
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმი/თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7

დასწრება თავისუფალია.