„ევროპული მუსიკა ქართულად“

8 - „ევროპული მუსიკა ქართულად“

21 დეკემბერს, 15:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ მუზეუმში გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით – „ევროპული მუსიკა ქართულად“.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოება გაეცნობა: ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, მენდელსონის, შუმანის, შოპენის, ჰენდელისა და შუბერტის ქართულად ნათარგმნ ნაწარმოებებს. ევროპული მუსიკის პარალელურად, კონცერტზე შესრულდება რევაზ გაბიჩვაძისა და ზაქარია ფალიაშვილის კომპოზიციები.

ღონისძიების ხელმძღვანელია კომპოზიტორი, საავტორო სტუდიის დირექტორი – ნინო ჯანჯღავა.

შემსრულებლები: „თბილისის სიმღერის მოყვარულთა გუნდი“.

დასწრება თავისუფალია.

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი (დიმიტრი ბაქრაძის ქ. №10).